მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვიქტორ ყიფიანმა ყაზახეთის საელჩოს მიერ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

news image
mbc image

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

ყაზახეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მალიკ მურზალინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დიპლომატები, პოლიტოლოგები, საქართველოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ეკონომისტები ესწრებოდნენ.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებასთან ყაზახეთის შიდაპოლიტიკური პროცესებზე ისაუბრა და მათ ქვეყანაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ უამბო.  ასევე, საუბარი შეეხო ყაზახეთის ახალ კონსტიტუციასაც. შეხვედრის მონაწილეებმა კი მას საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მიმდინარეობასა და სახვალიო პერსპექტივების შესახებ საკუთარი აზრი გაუზიარეს.

 „მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ელჩ მალიკ მურზალინთან საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების შესახებ მესაუბრა და კონკრეტული მოსაზრებები გამეზიარებინა  ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების კუთხით.“ - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

 

დისკუსიის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სახელმწიფო სისტემის ცვლილებები ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. ეკონომიკური რეფორმები კი ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა