მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონისთვის მზადებას 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს. 

30 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის ტრადიციული შეკრებისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. 

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატული თამაშია. 

გვსურს, რომ წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ანტალ იაკობაშვილთან პირველი კონტაქტი დიდი ხნის წინ გვქონდა. მოთამაშეს ესაუბრა მთავარი მწვრთნელიც და გვსურდა, რომ ის მარტის პლეი-ოფში ჩვენთან ერთად ყოფილიყო, რაზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა. ბოლო საუბარი რამდენიმე დღის წინ შედგა. სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში და წარმატებას ვუსურვებთ. 

რა თქმა უნდა, ყველას გვსურდა, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ყოფილიყო ეროვნული ნაკრებს მატჩზე. როგორც იცით, სტადიონს არ აქვს უფლება, რომ ტრიბუნები სრულად ავითვისოთ. შემოგვთავაზეს მხოლოდ მეორე იარუსით სარგებლობა. ამიტომ, დინამო არენაზე თამაში, ამ ეტაპზე, გამოირიცხა. როდესაც სტადიონი მზად იქნება, რომ ტევადობა სრულად ავითვისოთ, სიამოვნებით დავბრუნდებით დინამო არენაზე“ 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „შესანიშნავი ზაფხული გვქონდა. მომავალზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ წელს იწყება, ახლა კი, ერთა ლიგა გველის. ეს ოფიციალური ტურნირია, სადაც ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვიყენოთ ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, ის გამოცდილება, რაც ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის, მენეჯმენტისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ვნახეთ, როგორი ბედნიერი იყო ქვეყანა ჩვენი წარმატებით და გვსურს, რომ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ.

სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. კვერკველია და კვეკვესკირი უკლუბოდ არიან. სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ შენგელიას და საზონოვს. ვიმედოვნებ, საბას ახალ კლუბში ეს საკითხი გამოსწორდება. ტრავმირებულია მექვაბიშვილი. სწორედ ამიტომ, ნაკრების კარი გაიღო ახალი ფეხბურთელებისთვის. გადრანს გასულ წელს კარგი სეზონი ჰქონდა და ახალი სეზონიც დამაჯერებლად დაიწყო. ვფიქრობ, მან დაიმსახურა შანსი. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რაც ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია ვაკვირდები ნონიკაშვილის თამაშს 21-წლამდე
ნაკრებში. ბოლო პერიოდში კარგი პროგრესი აქვს. ველი ამ ორი ფეხბურთელის პიროვნული თვისებების და სათამაშო უნარების გაცნობას. დაგვიბრუნდა ირაკლი აზაროვი და ეს ძალიან მახარებს. ლევან შენგელია ამ მომენტისთვის არ თამაშობს და მის ნაცვლად არჩევანი სწორედ აზაროვზე შევაჩერე. თუმცა, როგორც ყველა სხვა მოთამაშემ, მან უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის მოედანზე.

ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ყველაზე რთული მატჩი იყო. ფიზიკურად ძლიერ გუნდთან გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ვიცით, რომ მათი სტილი არ შეიცვლება და ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. შესაბამისად, მათი მხრიდან უკეთეს პასუხს ველით მეტოქის თამაშზე.

ყველამ ვიცით, რომ ჯიმი ტაბიძის რუსეთში გადასვლა ოპტიმალური გადაწყვეტილება არ არის. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა აუცილებლად ვკითხავ, თუ რა იყო მისი მოტივაცია გადაწყვეტილების მიღების დროს. ამავდროულად, ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ერთადერთი საზრუნავია გუნდში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები მყავდეს. სხვადასხვა მიზეზების გამო, დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები გვაქვს და არ გვაქვს დიდი არჩევანი. 

ბედნიერი ვარ გიორგი მამარდაშვილის გამო. ლივერპული მსოფლიო კლუბების ათეულში შედის და ასეთ გუნდში მოხვედრა მან ნამდვილად დაიმსახურა. შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და დიდი კლუბების ინტერესი გასაკვირი არ იყო. ვუსურვებ, რომ გრძელი და წარმატებული კარიერა ჰქონდეს ამ შესანიშნავ კლუბში. ბედნიერი ვარ გურამ კაშიას გამო და ვერ წარმომიდგენია ის ფეხბურთის თამაშის გარდა სხვა რამით იყოს დაკავებული. კაშია კარგ ღვინოს ჰგავს, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი ხდება. იმედი მაქვს, ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი კაპიტანი“.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა