მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.7
0.0045
flag
AZN 1.5677
-0.0004
flag
CNY 39.334
-0.0034
flag
EUR 3.0996
0.0036
flag
GBP 3.5819
-0.0024
flag
KZT 54.92
0.0032
flag
TRY 0.058
0
flag
USD 2.6647
-0.0006
news banner

ვინც ლეგალურად ელექტროენერგიის შესაბამისი გადასახადის გადახდით კრიპტოვალუტის წარმოებას დაიწყებს მას ეს არ შეეზღუდება - სემეკის თავმჯდომარე

news image
mbc image

ვინც ლეგალურად ელექტროენერგიის შესაბამისი გადასახადის გადახდით კრიპტოვალუტის წარმოებას დაიწყებს მას ეს არ შეეზღუდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული შეღავათების მიზნობრივად გამოყენებისა და ამოღების მაჩვენებლების მოწესრიგების მიზნით, სემეკმა შესაბამისი დოკუმენტი ჯერ კიდევ 2019 წელს მოამზადა და მთავრობას წარუდგინა. დავით ნარმანიას განმარტებითვე, დოკუმენტი არსებული მდგომარეობის ანალიზს, საჭიროებებსა და პრობლემის მოსაგვარებლად გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს მოიცავს.

„ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკითხი არის აქტუალური. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს, როცა პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ, იქ გაჩნდა სპეციალური მუხლი, სადაც ჩვენ, როგორც მარეგულირებელ კომისიას, დაგვევალა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით მოგვემზადებინა შესაბამისი დოკუმენტი - ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის ამოღების მაჩვენებლების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვამზადეთ აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა ამას დაემთხვა კოვიდის პერიოდი. აღნიშნული დოკუმენტი წარედგინა საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. მასში დეტალურად გვაქვს აღწერილი როგორც არსებული მდგომარეობა და საჭიროებები, ისე ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ამ საკითხის სწორად დასარეგულირებლად უნდა გადაიდგას.

თავის დროზე, როდესაც 90-იან წლებში მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიაზე შეღავათები დაუწესდა, იგულისხმებოდა, რომ ეს შეღავათები მხოლოდ მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო მიზნით გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი“, - აცხადებს დავით ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საჭიროებებს უნდა მოხმარდეს და არა კომერციულ საქმიანობასა თუ კრიპტოვალუტის მაინინგს. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია უკანონო მაინინგის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების გაგრძელება და რეგიონის სრულყოფილი გამრიცხველიანება.

„კონკრეტული მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ რეგიონის მაღალმთიანი სტატუსიდან გამომდინარე, იქ გაზის გაყვანა ფიზიკურად შეუძლებელია, რის გამოც გათბობის საკითხი ყოველთვის მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ იქნა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიღებული და არა იმ მიზნით, რომ კომერციულ ობიექტებს ელექტროენერგიით უფასოდ ესარგებლათ, ან კიდევ ვინმეს საკუთარ სახლში კრიპტოვალუტის მაინინგი მოეწყო აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში მხედველობაში მისაღები იქნება ის ფაქტორიც, რომ არ არის ბუნებრივი აირი რეგიონში და შესაბამისად გათბობის საშუალებად კვლავ ელექტროენერგია რჩება. ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელი იქნება და უნდა მიეცეს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები და ვიცი, რომ ამაზე მუშაობს საქართველოს მთავრობა.

რაც შეეხება ყველა სხვა სეგმენტს, მათ შორის კომერციულ ობიექტებს, ან თუნდაც მათ, ვინც კრიპტოვალუტის წარმოებას ლეგალურად, ელექტროენერგიის შესაბამისი საფასურის გადახდით დაიწყებს - მათთვის საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ შეიზღუდება.

მთავარია, რომ ყველამ გადაიხადოს შესაბამისი დადგენილი ტარიფით გადასახადი, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა და ამისთვის აუცილებელი ორი ფაქტორია: ერთი, ის ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს ძალოვანი სტრუქტურების მიერ უკანონო მაინინგის ამოღებასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც თავის დროზე დაიწყო ენერგო-პრომ და შემდეგ უკვე ცალკეულ სოფლებში ხელი შეუშალა მოსახლეობამ. გამრიცხველიანების პროცესი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ მრიცხველი არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ კუთვნილი შეღავათები რაც დაუდგინდება მოსახლეობას, ეს შეღავათები მათზე გავრცელდეს სწორად, აღირიცხოს ვინ რამდენს მოიხმარს და ასე შემდეგ. მრიცხველს არა აქვს ალტერნატივა, ამიტომ მრიცხველები უნდა დადგეს და დაყენდეს და პროცესი ეტაპობრივად უნდა მოექცეს ცივილურ ჩარჩოში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო - ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება l მაკა ბოჭორიშვილი

05.06.2026.12:02

დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო, სადაც წარმოსახვა რეალობად გარდაიქმნება და იდეები კომპანიებად იქცევა. ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები მომავლად შენდება. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ და ვიწყებთ ახალი კავშირების შენებას საქართველოს მზარდი პოტენციალისთვის. საქართველო პატარა, თუმცა სტრატეგიული ქვეყანაა, რომელიც თავად არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და წარმოების მნიშვნელოვანი მაკავშირებელი დიდ ბაზრებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა