მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვის კონცერტებს გთავაზობთ SOHO BATUMI ივლის-აგვისტოში

news image
mbc image

SOHO BATUMI-ს სეზონს ოფიციალურად ლელა წურწუმია გახსნის. ივლისი-აგვისტო კლუბისთვის საკმაოდ დატვირთულია, რადგანაც მის სცენაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ვარსკვლავთ ცვენა იქნება. უფრო  კონკრეტულად რას გიმზადებთ  SOHO BATUMI, გთავაზობთ პატარა ანონსს: 

1-ლი ივლისს  SOHO BATUMI-ში წარმოდგენილ იყო ლელა წურწუმიას საზაფხულო კონცერტი, რითაც საკლუბო სეზონი გახსნა. კონცერტები ექსკლუზიურად SOHO-ს სცენაზე გაიმართა. ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე LIVE სოლო კონცერტით, ჯგუფ NONSTOP-თან ერთად გამოვიდა. 

2 ივლისს SOHO BATUMI წარმოგიდგენთ, აჩიკო ბერიძის და ანი კეკუას კონცერტს. აჩიკო ბერიძე და უნიჭიერესი ანი კეკუა, მსმენელს ექსკლუზიურ საკლუბო პროგრამას დავით მაზანაშვილის ვირტუოზ მუსიკოსებთან ერთად შესთავაზებს. 

3 ივლისს SOHO BATUMI გთავაზობთ MAGDA & NONSTOP-ს ცნობილი ჰიტების შემსრულებელი ერთ-ერთი საუკეთესო ბენდი Nonstop. ჯგუფის სოლისტი „ვოისის“ გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი

6 ივლისს Nato Gelashvili, GIORGI & LUKA CHOKHONELIDZE

ნატო გელაშვილი, ყველა თაობის საყვარელი კომპოზიტორი და ავტორ შემსრულებელი, მისი ყველა სიმღერით წარსდგება მაყურებლის წინაშე SOHO-ში გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებთან ერთად

 „დეკემბერი დადგაო“... „აყვავდება როცა ნუში“... „ჩემო ცისფერთვალება“... და ნატოს ყველა ჰიტი

8 ივლისს  SOHO BATUMI წარმოგიდგენთ - უკრაინელ მომღერალს, ავტორ შემსრულებელს, პროდუსერს, კონკურს ევროვიზიის გამარჯვებულს RUSLANA-ს გრანდიოზულ სოლო კონცერტს.  SOHO BATUMI-ის სტუმრებს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ქარიზმატული როკ-ის Live შესრულება იხილოს SOHO-ს სცენაზე RUSLANA-ს შესრულებით

9 ივლისს SOHO BATUMI ნინი ბადურაშვილისა და რეზო და ბავშვების კონცერტს გთავაზობთ. რეზო და ბავშვები ბენდი რომელიც ცნობილია საავტორო სიმღერების ლაივ შესრულებით, წარმოგიდგენთ კოლაბორაციულ საღამოს ქართული ესტრადის ვარსკვლავთან ნინი ბადურაშვილთან ერთად.

11 ივლისს SOHO BATUMI წარმოგიდგენთ ნათია დუმბაძის და ბენდი GROOVERS-ის კონცერტს.  ნათია დუმბაძე უკვე 8 წელია მოღვაწეობს Band Groovers-თან ერთად, SOHO-ს სცენაზე ნათია წარსდგება ახალი სიმღერის პრემიერით, ასევე მათ მიერ შესრულებული იქნება, როგორც საავტორო სიმღერები, ასევე ჰიტების ქავერები

11 აგვისტოს SOHO BATUMI-ს სცენაზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში Ivan Dorn წარსდგება

15 აგვისტო SOHO BATUMI წარმოგიდგენთ BELLINI /Germani-ს კონცერტს. სოლო კონცერტზე გაჟღერდება ბელინის ყველა ტოპ ჰიტი დანდრა სანტოს სილვასა და მოცეკვავეთა დაუვიწყარი შესრულებით, მათ პროდუსერებს წარმოადგენს რამონ ზენკერი და გოტფრიდ ენგელსი, რომლებიც ცნობილი არიან როგორც The.

Belini brothers ჯგუფის სახელი კი ეძღვნება ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას ჰილდერალდო ბელინის სახელს

17 აგვისტოს SOHO BATUMI წარმოგიდგენთ ლეგენდარული ფრანგი არტისტის, გრემის გამარჯვებულის Cerrone-ს კონცერტს. Cerrone-მ 30 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა House of the rising sun, მონაწილეობას იღებდა ფესტივალებზე PRIMAVERA, GLASTONBURY, SOUTH BY SOUTHWEST… ახლა კი მზადაა ახალი მსოფლიო ტურისთვის, რომელიც იწყება ავსტრიიდან და გრძელდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არის SOHO BATUMI-ც.

19 აგვისტო SOHO BATUMI გთავაზობთ უცნობის გრანდიოზულ სოლო კონცერტს. ამ დღეს უცნობის ყველა ჰიტი აჟღერდება SOHO-ს დიდ სცენაზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა