მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას სამი საკითხი არ აქვს დაყენებული, რომლებსაც შეიძლებოდა მათივე ამომრჩევლის ან სხვა ნებისმიერი თბილისელის ცხოვრება შეეცვალა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა და მათ ამომრჩეველს მიმართა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ამ ამომრჩევლებმა არა პოლიტიკურ სუბიექტებს, არამედ ცარიელ სკამებს მისცეს ხმა.

„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც 2021 წელს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა პოლიტიკურ პარტიებს  დაუჭირეს მხარი: აი, ეს არის თქვენი არჩევანი, აი, ამ ცარიელ სკამებს მიეცით ხმა, რომლებსაც, ფაქტობრივად, სამი წლის განმავლობაში სამი სიტყვა არ აქვთ ნათქვამი თბილისელებზე, სამი საკითხი არ აქვთ დაყენებული, რომლებსაც შეიძლებოდა მათივე ამომრჩევლის ან სხვა ნებისმიერი თბილისელის ცხოვრება შეეცვალა. მიზეზი არის ბოიკოტო, თუმცა ისინი ბოიკოტს უცხადებენ დედაქალაქის ისტორიულად გაზრდილ ბიუჯეტს, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობას, ბაღების რეაბილიტაციას, სკვერების, პარკების, ქუჩების, ახალი გზების მშენებლობას, სატრანსპორტო პოლიტიკას; ჯანდაცვის, სოციალურ და ახალგაზრდულ პროექტებს,  ყველაფერ იმას, რაც ჩვენ გვიადვილებს და გვილამაზებს ცხოვრებას. ეს ალბათ კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი იქნება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კარგად დაფიქრდეთ, თუ ვინ წარმოადგენს დღეს დედაქალაქში თქვენს ინტერესებს. აი, ეს ცარიელი სკამებია თქვენი ინტერესების წარმომადგენელი და იგივე იქნება სამომავლოდ პარლამენტშიც. ამიტომ მეც ვთხოვ ოპოზიციას, დაგვიბრუნდით როგორმე, თქვენს ამომრჩეველს მაინც დაუბრუნდით, ეს თვეები მაინც გამოიყენეთ იმისათვის, რომ ცარიელი სკამები არ დაანახოთ საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ 27 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი. და ეს იმ დროს, როცა არჩევნების მხოლოდ წინასწარი შედეგები ეცოდინება საზოგადოებას. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში პირველ რიგში, თურმე, გააკეთებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუღებენ სამოთახიანი პალატის კარს, გამოიყვანენ და ალბათ რომელიმე მაღალ თანამდებობაზე დასვამენ. რატომ? იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, ომში ჩავერთოთ, კიდევ უფრო მეტი დევნილი, მეტი მოკლული ჯარისკაცი, პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე გვყავდეს. ასევე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შემდეგ დედაქალაქში შეჩერდება ყველა მშენებლობა, ყველა ის პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვანია. აი, ასე უყურებენ ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს. ასე უყურებენ ჩვენი თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების მომავალს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეებისთვის არჩევანი მარტივია. ეს არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, არჩევანი სტაბილურობასა და ქაოსს შორის, არჩევანი განვითარებასა და ნგრევას შორის. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომ გამოვიყენოთ 26 ოქტომბრის არჩევნები, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“,  -  განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა