მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

ვმუშაობთ იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლების პროექტიც გავაძლიეროთ | ვახტანგ ჟვანია

news image
mbc image

იუსტიციის სახლი რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანია განმარტა, ხელვაჩაურში 127-ე ფილიალის გახსნის შემდეგ, მიმდინარე წელს ახალი ოფისები აშენდება მცხეთაში, ახმეტაში, ზოდსა და ჭალაში, პარალელურად კი გაძლიერდება მობილური იუსტიციის სახლების ქსელი, რათა სერვისები ქვეყნის მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.


„ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველასთან ვიყოთ ახლოს და ამ ახლოს ყოფნაში მხოლოდ და მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ ავაშენოთ იუსტიციის სახლი და გავხსნათ. ნაწილობრივ ჩვენ წარმოდგენილები ვართ მობილური იუსტიციის სახლებითაც, რომელიც ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია იუსტიციის სახლისა. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე მშენებლობა. გამოვარჩევდი განსაკუთრებით მცხეთას, იმიტომ რომ მცხეთაში ვაშენებთ, ასე ვთქვათ, დიდ იუსტიციის სახლს, რადგან ვიცით, რომ რაოდენობა მომხმარებლისა, რა თქმა უნდა, დიდია მცხეთაში. ასევე იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ახმეტაში, მიმდინარეობს ზოდში და ჭალაში. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლების პროექტიც გავაძლიეროთ, მათი რაოდენობა გავზარდოთ. ამ მომენტისთვის 20-მდე მობილური იუსტიციის სახლი ოპერირებს მთელ საქართველოში. ის პროცესები, რაც იუსტიციის სახლში მიმდინარეობს, დღეს ბუნებრივია გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებით და ამ ძირითადი პოლიტიკის მთავარი არსი სწორედ ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ მოქალაქეზე. ყველაფერი რაც კეთდება, რა პროექტებიც იგეგმება და ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოს მოქალაქეზე“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

08.06.2026.18:45

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.

მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა