მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს - ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა - ნათია თურნავა

news image
mbc image

დღეს 2 ოქტომბერია, ზუსტად 30 წლის წინ, 1995 წლის ამ დღეს ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. გასული სამი ათეული წელი სავსე იყო მიღწევებით და  გამოწვევებით. ამ პერიოდში ლარმა თავისი მთავარი ფუნქცია შეასრულა - ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. იგი ღირსეულად აგრძელებს ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას, რომელიც კოლხური თეთრით დაიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციისა და მდიდარი ეკონომიკური წარსულის ნათელი დადასტურებაა. ქართული ფულის სახელწოდებაც ჩვენი ისტორიიდან მოდის - „ლარი“ - ქონების, განძის, სიმდიდრის გამომხატველი სიტყვაა.

ლარის შემოღება იყო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ამასთან, იგი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ქვაკუთხედია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალდაკვალ, დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად და საკრედიტო სისტემას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები - „ეროვნული ბანკის შესახებ“, „ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“ და „ბანკების და საბანკო საქმიანობის შესახებ“. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. ამ პროცესში არ შეიძლება მადლიერებით არ აღვნიშნოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და დახმარება. სსფ დღემდე რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად.

ლარმა უპირველესად, სტაბილურობა მოგვიტანა. მეორე მხრივ, განამტკიცა ჩვენი სუვერენიტეტი. შემდგომ ის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარი. ახლა დროა, ახალი თავი დაიწეროს ჩვენს ისტორიაში და ეს დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხის ნდობაზე. მიხარია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც უდავოდ დიდ როლს ასრულებს ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და საზედამხედველო მიდგომები, რომელთაც ეროვნული ბანკი ატარებს. ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ ათწლეულების წინ დეპოზიტების 70%-80% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი ლარშია (50%), ჩვენი ქვეყნის რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაცია კი კიდევ უფრო მეტად - 57%-მდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წელი ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიებით და აქტივობით აღნიშნა - ვუმასპინძლეთ მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს, განვაახლეთ სამეცნიერო - ანალიტიკურიჟურნალის გამოცემა, მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ - ნიკელის საკოლექციო მონეტები და გამოვუშვით 50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა თემატური საფოსტო მარკა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. წელს ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად კონფერენციით აღნიშნა, რომელიც ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ლარის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, წლის ბოლომდე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს ყველას, ვინც ჩართული იყო ფულის რეფორმის განხორციელების პროცესში. მათ, ვინც მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

06.07.2026.18:37

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა