Wizz Air-ი აბუ-დაბიში ფრენების აღდგენას გეგმავს
Wizz Air-მა დუბაისა და აბუ-დაბიში დაბრუნების შესახებ მიანიშნა და განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს ორი ქალაქი, ასევე ჯედა და ამანი, ავიაკომპანიის მიმართულებების ქსელს უბრუნდება. ავიაკომპანია 12 მიმართულებით კვირაში 49 რეისს განახორციელებს.
„დუბაი, აბუ-დაბი, ჯედა და ამანი ბრუნდებიან 12 მიმართულებითა და კვირაში 49 რეისით. დაჯავშნეთ ახლავე!“ - განაცხადა ავიაკომპანიამ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.
ეს განცხადება შესაძლოა Wizz Air-ის სპარსეთის ყურის რეგიონში ოპერაციების გაფართოებას ნიშნავდეს. 2025 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ ადგილობრივად დაფუძნებული Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერაციები შეაჩერა და რეგიონული ერთობლივი საწარმო დატოვა.
Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერაციები ოფიციალურად 2025 წლის 1 სექტემბერს დასრულდა, ხოლო ბაზიდან ბოლო რეისები 31 აგვისტოს შესრულდა.
სხვა სიახლეები
შპს ,,ფერიმ“ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილი შეიძინა | GCCA-მ კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია
02.11.2026.16:57
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
,,შპს ,,ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნეს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში შეტყობინების წარმომდგენ პირს. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ, პერსონალურ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავდა შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „ფერი“ დაკავებულია ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადრგურების მშენებლობით. შპს „ეი ენერჯის“ კონტროლს დაქვემდებარებულ კომპანიას კი დაგეგმილი აქვს მარნეულის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა.