ზაფხულის სეზონისთვის ორი განახლებული სამგზავრო მატარებელი გვეყოლება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ სამი შემადგენლობის მოდერნიზებაა დაგეგმილი - ლაშა აბაშიძე
დავიწყეთ სამგზავრო მატარებლების შეკეთების პროცესი, ზაფხულის სეზონისთვის უკვე განახლებული მატარებლები გვეყოლება - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.
ლაშა აბაშიძემ სავაგონო დეპოში სამგზავრო მატარებლების განახლების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, თანამშრობლებს გაესაუბრა და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ორი მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც კიდევ სამი მატარებლის განახლებაა დაგეგმილი.
„იდენტიფიცირებულია ყველა ტექნიკური პრობლემა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმართულებით იყო და დაწყებულია აქტიური მუშაობა სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მოდერნიზებისთვის“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი l ლევან ჟორჟოლიანი
24.06.2026.13:46
მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, www.ekalata.gov.ge-ზე საუბრისას განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი",- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.