მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებულია

news image
mbc image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. რევაზ სოხაძემ სტუმრებს გააცნო სამინისტროს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო კომპანიების მონაწილეობის ფორმებსა და შესაბამის შესყიდვის პროცედურებზე.
ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებებით, თანამედროვე შენობებისა და ურბანული სივრცეების პროექტირებით, დაინტერესებულია საქართველოში კერძო სექტორის პროექტებთან ერთად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც მონაწილეობით. Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები გააცნეს.
რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტურული კომპანიების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანამედროვე არქიტექტურული და საპროექტო პრაქტიკის განვითარებისთვის.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მასშტაბის კომპანიების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან

29.10.2026.13:47

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე. მან ასევე ვრცლად ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით გააჩნია. დეზინფორმაცია - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები, დეზინფორმაციის გავლენის, სანდო ინფორმაციის გადამოწმებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობა, ასევე იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საარჩევნო კულტურის განვითარებაში, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში.

„სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს ცესკოში ვუმასპინძლეთ და გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში დგას. აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ემსახურებოდა, მისი მიზანი იმ უკუკავშირის მოსმენაც იყო, რომელიც ახალგაზრდებს არჩევნებთან დაკავშრებით გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს,”- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საარჩევნო საკითხებზე კითხვები დაესვათ, საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ და დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა