ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე ალაზანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ხიდსა და ბურჯებზე არსებული ზღუდარები, ბეტონის პარაპეტები, მოაჯირები და ტროტუარი.
ასევე, მოეწყო გაბიონის კედლები, სადეფორმაციო ნაკერები, ჰიდროიზოლაცია და ასფალტბეტონის საფარი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
პროექტის ღირებულებამ 1 096 500 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს
16.06.2026.20:42
ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.
ჯივიპის ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა ქსელის დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები.
ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.
მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება ხვალ, 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.