მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს

news image
mbc image

გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გასულ სიუჟეტს, სოფელ ფუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გაკეთდა განმარტებები, სიუჟეტებში არ ასახულა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია.

იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზესტაფონის სოფელ ფუთთან გვირაბის გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბი #3-ზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის განხორციელების პროცესში საცხოვრებელი სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, ჩატარდა გვირაბის 250 მეტრიან დერეფანში არსებული ყველა შენობის წინასწარი კვლევა (სოფელ ფუთში). თაბაშირებით მოინიშნა ყველა ნაგებობის იმ დროისათვის არსებული ბზარები.

გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ახალი ავსტრიული, ე.წ. NATM მეთოდით, როგორც მცირე მუხტის აფეთქებების, ისე ექსკავაციის და სხვა მეთოდების გამოყენებით.

სამუშაოების პირველივე დღიდან, წარმოებს ვიბრაციის მუდმივი მონიტორინგი.

ვინაიდან, ვიბრაციის მონიტორინგის შედეგების მიუხედავად, მოსახლეობა წუხდა ვიბრაციის მაჩვენებლების გადაჭარბებაზე, სამუშაოებით გამოწვეული ვიბრაციის გადამოწმება, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაუკვეთა უახლესი აპარატურით აღჭურვილ, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელ ცენტრს.

2022 წლის 12 აპრილს, ხიდსაცდელმა ცენტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის,  საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებისა და ფუთის მოსახლეობის თანდასწრებით, ვიბრაციის კვლევა ჩაატარა გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. კვლევის შედეგად, ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

2022 წლის 8 და 9 აგვისტოს, ვიბრაციის დამატებითი კვლევა, ასევე, ჩატარდა ფუთის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლზე. ვიბრაციის გადაჭარბება არც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა.

ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში, სოფელ ფუთში, ჩიტორელიძეების უბნის მაცხოვრებლების თხოვნით, შემოწმდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობაც. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის თანახმად, არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა.

გვირაბი N3-თან მდებარე უახლოეს, გვირაბიდან 63 მეტრში მდებარე სახლზე, ვიბრაციის კვლევა, 2023 წლის 27 აპრილსაც ჩატარდა.  ვიბრაციის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც იყო მინიმალური.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელმა ცენტრმა ვიბრაციის კვლევა ჩაატარა 2023 წლის 12, 19, 24, 31 მაისსა და 01 ივნისსაც. შედეგების მიხედვით, ვიბრაციის მაჩვენებელი კვლავ ნორმაში იყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მუდმივ მონიტორინგს, ხოლო #3 გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, განმეორებით მიმართავს სამხარაულის  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სოფელ ფუთის საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და მათზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის  მიზნით.

ამჟამად, გვირაბში მიმდინარე სამუშაოები გაცდენილია დასახლებულ ტერიტორიას და მიმდინარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, გვექნება საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი მიზანი არა გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, არამედ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესების გატარებაა, რაც მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას და რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა