ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაისკარი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, კმ52-კმ66 (კორშა-ხახმატი) და კმ85-კმ106 (ლებაისკარი-შატილი) მონაკვეთებზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ51 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სხვა სიახლეები
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
15.08.2026.19:03
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაცია.
კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.
სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითიმიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.
ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპიური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციებზემორგების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსების მოსაწყობად იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება, ძირითადი პროექტის გარდა, დამატებით 5 ლოკაციაზე მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.