ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ.
სოფელ ჭითაწყარის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სოფელ რუხში კი 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო ლაბორატორიები, კვების სივრცეები, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახები, სპორტული დარბაზები, სათამაშო მოედნები და რეკრეაციული ზონები.
ორივე სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სხვა სიახლეები
ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
02.10.2026.17:57
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ბათუმის აეროპორტი", მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.