მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზუგდიდში მსოფლიო სურსათის დღე მასშტაბურად აღინიშნება

news image
mbc image

16 ოქტომბერს, 15:00 საათიდან, ზუგდიდში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერია მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავენ.

მსოფლიო სურსათის დღე გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და ყოველ წელს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. წელს ამ დღის მთავარი გზავნილი წყლის, როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი  –ამოწურვადი რესურსი.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ბაღში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა, სახალისო საინფორმაციო აქტივობები ბავშვებისთვის და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, შედგება FAO-ს ბენეფიციარი ფერმერის შესახებ მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მისი, როგორც 2023 წლის „სურსათის გმირის“ დაჯილდოება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, FAO-ს, ევროკავშირის, შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მსოფლიო სურსათის დღე ზუგდიდში ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით აღინიშნება.  

”FAO-ის მიზანია აგრო-სასურსათო სისტემებში წყლის მდგრადი მოხმარების წახალისება, რათა უზრუნველვყოთ უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება. ამ მიზნების მისაღწევად, ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ მთავრობებათნ, კერძო სექტორთან, აკადემიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და გავიღოთ მეტი ინვესტიცია მდგრადი განვითარებისთვის წყლის რესურსების ინტეგრირებულ მენეჯმენტში, უზრუნველვყოთ წყლის სამართლიანი, მდგრადი და ეკონომიკურად მომგებიანი გამოყენება; აღვჭურვოთ ფერმერები წყლის მდგრადი მართვის სწორი ინსტრუმენტებით. ყველამ უნდა დავაფასოთ წყალი იმ საკვების გამო, რომელსაც ის გვაძლევს და პლანეტის გამო, რომელსაც კვებავს“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.

მსოფლიო სურსათის დღე: „წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“
ყოველ წელს, მსოფლიო სურსათის დღის ფარგლებში, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გზავნილების გასავრცელებლად ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სამოქალაქო სექტორი, ბიზნსსექტორი, მედია, მოსახლეობა და ახალგაზრდობა.

„წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ – ამ გზავნილით, წელს FAO-საზოგადოების ყურადღებას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე ამახვილებს: წყალი პლანეტის ზედაპირის უდიდეს ნაწილს ფარავს, სხეულის თითქმის 50 პროცენტს შეადგენს და ცენტრლური მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs)  მისაღწევად 2030 დღის  წესრიგის ფარგლებში. თუმცა, მტკნარი წყალი ამოწურვადი რესურსია. თუ მის მოხმარებასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ, 2050 წლისათვის, პლანეტის მოსახლეობის ზრდასთან ერთად,  წყლის მოხმარება, გლობალურად, შეიძლება, სამჯერ გაიზარდოს. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე სარისკო ზღვარს ვუახლოვდებით. პროდუქტების შეძენისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლები წყლის დახარჯვა და წყალდიდობებისა და დაბინძურების პრევენცია იმ გზებს შორისაა, რითაც შეგვიძლია წყლის დაზოგვასა და პლანეტის კეთილდღეობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს აქტივობები მნიშვნელოვანია უკეთესი წარმოების, უკეთესი კვების, უკეთესი გარემოს და უკეთესი ცხოვრების მისაღწევადაც.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა