ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას ამიერიდან 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული პროგრამული ცვლილებების შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
„უმნიშვნელოვანესია პროგრამა, რომელიც 2015 წლიდან ამუშავდა პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ვცდილობთ, მოთხოვნის შესაბამისად გავზარდოთ პროგრამაში ჩართვის საჭიროების მქონე ბენეფიციართა რაოდენობა. პროგრამას 1 აპრილიდან კიდევ 300 ბავშვი დაემატება. ყოველ მომდევნო წელს აღნიშნული პროგრამა უკეთესდება, იხვეწება და მოდერნიზებას განიცდის, შესაბამისად მისი ბიუჯეტიც მზარდია.
მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას, საკრებულოს, პროგრამის დამუშავებასა და სრულყოფაში ჩართულ თითოეულ ადამიანს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს - ბექა მიქაუტაძე
07.08.2026.17:07
ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, საქართველომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატის, „ჯივინოსტატის“, შეძენის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს, ქვეყანაში შემოიტანს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართავს.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის, რადგან პრეპარატი დაავადების პროგრესირების შენელებაზე მოქმედი ინოვაციური თერაპიაა და მისი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.