მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

10 ქართველი ჯუდოკა მედლებისთვის ბრძოლაში - პარიზის გრანდ სლემი იწყება

news image
mbc image

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს. საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

7-8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირი დიდი მნიშვნელობის მატარებელია და მასში საქართველოს ნაკრების 10 ჯუდოკა იქნება წარმოდგენილი. ჩვენი წლევანდელი შემადგენლობიდან, ტურნირი მხოლოდ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს, ლაშა შავდათუაშვილს აქვს მოგებული (2022 და 2023 წლებში).

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანისა და მისი შტაბის გადაწყვეტილებით, -60 კგ-ში წარმომადგენელი არ გვეყოლება. ასევე, ტურნირზე ქალ ჯუდოკებსაც არ ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური;

-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;

-81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე;

-90 კგ - ლუკა მაისურაძე;

-100 კგ - ნიკოლოზ ხარაზიშვილი;

+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

-66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე გიგაური დაიცავენ. ორივე მათგანი ტურნირზე ასპარეზობას პირველი წრიდან დაიწყებს. მარგველაშვილს პარიზის გრანდ სლემზე უკვე 4 მედალი აქვს მოპოვებული (1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) და პირადი კოლექციის ოქროს მედლით შევსებას შეეცდება. თორნიკე გიგაური კი 19 წლის სპორტსმენია, რომელიც ლიმაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე (ახალგაზრდებს შორის) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, -73 კგ. წონით კატეგორიაში ცვლილება მოხდა: გიორგი ტერაშვილი გიორგი ჩიხელიძემ ჩაანაცვლა, რომელიც 2024 წლის პარიზის გრანდ სლემის ფინალისტია. ამავე წონაში ქართული ჯუდოს ლეგენდა, ლაშა შავდათუაშვილიც იჭიდავებს, რომელსაც ტატამზე მეორე წრეში ვიხილავთ.

-81 კგ-ში ჩვენი ნაკრების ღირსებას ზაურ დვალაშვილი და კოტე კაპანაძე დაიცავენ. დვალაშვილი თბილისის გრანდ სლემის (2025) მონაწილეა, სადაც მან მე-3 ადგილი დაიკავა. კოტე კაპანაძე კი ახალგაზრდებს შორის (U23) ევროპის ჩემპიონია, პარიზში გასამართი ტურნირი კი მის კარიერაში მე-2 გრანდ სლემი იქნება: გასული წლის მაისში, მან დუშანბეში იჭიდავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

საინტერესო იქნება, თუ როგორ იჭიდავებს პარიზის დედაქალაქში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, რომელიც -90 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ბოლოს იგი ტატამიზე 2025 წლის ნოემბერში, ზაგრების გრანდ სლემზე ვიხილეთ, სადაც იგი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

-100 კგ. კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი, ნიკოლოზ ხარაზიშვილი იასპარეზებს. მძიმე წონაში (+100 კგ.) კი საბა ინანეიშვილსა და ირაკლი დემეტრაშვილს ვიხილავთ. ინანეიშვილმა პარიზში გასულ წელსაც იჭიდავა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა, დემეტრაშვილი კი ამ ტურნირზე პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება.

ტურნირის განრიგი

• 7 თებერვალი | -60, -66 და -73კგ. (დასაწყისის დრო ჯერ უცნობია, ფინალური ბლოკი - 20:00);

• 8 თებერვალი | -81, -90, -100, +100 კგ. (დასაწყისი - 11:00; ფინალური ბლოკი - 20:00);

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვა - ვერცხლის მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს კი ვაჟა მარგველაშვილი დაეუფლა.

საქართველოს ბანკი - ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან

02.09.2026.13:13

25 სექტემბერს, დინამო არენაზე, უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. თუმცა, უეფას სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14 წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, უეფასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მატჩზე მოიწვიოს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები. აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი ფეხბურთელები მატჩზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების იურისდიქციაში არსებული საფეხბურთო სკოლების 10-დან 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომელთა რეგისტრაციასაც შესაბამისი საფეხბურთო სკოლები განახორციელებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა