მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

21-წლამდე ნაკრები, ქუთაისში, 27 მარტს - ლატვიას, ხოლო 31 მარტს - მალტას უმასპინძლებს

news image
mbc image

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იგივე მოედანზე, იდენტურ დროს, 31 მარტს უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდე ნაკრებს სამი ახალწვეული შეუერთდება - ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი და ნიკოლოზ ჩიქოვანი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული.

შემოდგომის შეკრებების მსგავსად, საგაზაფხულო მატჩებშიც, კვლავ ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ნიუკასლ იუნაიტედის ფორვარდი - ვახტანგ სალია. ასევე, მოახლოებულ შეკრებას ტრავმის გამო გორის დილას და 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი - დავით გოცირიძე გამოაკლდება.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).

მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999).

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება

13.07.2026.17:48

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.

პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა