მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება

news image
mbc image

მზად ხართ საგულშემატკივროდ?! 

29 ივნისიდან, იტალიაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება.  ბორჯღალოსნები აპენინის ნახევარკუნძულზე უკვე გაემგზავრნენ, სადაც 26 ივნისს, ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიელ თანატოლებთან ერთად ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ და შემდეგ, პირველი მატჩისთვის მოემზადებიან.

20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ მსოფლიო თასისთვის 30 მორაგბე შეარჩია: 

შერკინება: არჩილ ნოზაძე (აჟენი), ბაჩუკი ბარათაშვილი, ლუკა ნარსია (აია), მიხეილ ხახუბია, შოთა ხელაძე, დავით არჩვაძე, ნიკა აბესაძე (ლელო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), გიორგი მესხიძე, ანდრო დვალი (პერპინიანი), თემურ წულუკიძე (ოიონა), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), დავით ბარამია, მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), გიორგი არძენაძე (ბათუმი). 

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), თემურ ძოძუაშვილი, საბა შარვაშიძე (აია), დავით წიკლაური, ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიგი სირბილაძე, ნუგზარ ქევხიშვილი, დათა ახვლედიანი (ლელო), სანდრო სესიაშვილი, სანდრო მესხიძე, ლუკა კეშელავა (არმია), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები). 

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, ირლანდიასთან, ახალ ზელანდიასთან და მასპინძელ იტალიასთან ერთადაა. 

ჩვენი გუნდის მატჩების განრიგი კი, ასეთია: 

ირლანდია Vs საქართველო | 29 ივნისი, 20:00, კალვიზანო

ახალი ზელანდია Vs საქართველო | 4 ივლისი, 20:00, ვიადანა

საქართველო Vs იტალია | 9 ივლისი, 22:30, კალვიზანო

თიბისისთვის ქართული რაგბის მხარდაჭერა მომავალში ინვესტიციაა - იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და ენერგიის მაგალითები არიან. 

#ერთადგავიმარჯვებთ

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image გურამ კაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს

02.06.2026.11:18

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.

დღევანდელი მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იქნება გუნდის შემადგენლობაში. 

„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.

ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.

ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია“, - განაცხადა კაშიამ პრესკონფერენციაზე.

საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა