მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. 

ნებისმიერი სპორტული ნაკრებისთვის თუ კლუბისთვის თაობათა ცვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული და, ამავდროულად, საინტერესო პროცესია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ახლა სწორედ ამ გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დაკვირვებით ადევნებს თვალს პროცესს და ეძებს იმ ახალ სახეებს, რომლებიც მომავალში ეროვნული გუნდის ბირთვს შექმნიან. ბოლო მატჩებში ასეთ იმედისმომცემ ფიგურად ალექსანდრე მერკვილაძე მოგვევლინა, რომლის გამოჩენამაც ქართულ საკალათბურთო სივრცეში დიდი ოპტიმიზმი გააჩინა.

მერკვილაძის გზა დიდ კალათბურთში ოკეანის გაღმიდან, კოლეჯების ლიგიდან (NCAA) იწყება, სადაც მან სოლიდური გამოცდილება დააგროვა. განსაკუთრებით გამოსარჩევია “ლოიოლა მერიმაუნტ ლაიონსის“ რიგებში გატარებული 4 პროდუქტიული წელი, სადაც ქართველმა კალათბურთელმა 1000-ზე მეტი ქულა დააგროვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ალექსანდრემ არა მხოლოდ ტექნიკური არსენალი გაიმდიდრა, არამედ გამოკვეთილი ლიდერული თვისებებიც გამოავლინა და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.

ამერიკული წლების შემდეგ, კარიერის ახალი, ევროპული ეტაპი დაიწყო. ბერძნულ Aris Betsson-თან გაფორმებული 2-თვიანი კონტრაქტის შემდეგ, ქართველ ფორვარდს ნდობა ბელგიის საუკეთესო კლუბმა - “ოსტენდემ“ გამოუცხადა. ალექსანდრემ მოლოდინი პირველივე მატჩებიდან გაამართლა და შედეგად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდარ ჯიკიჩის ყურადღებაც მიიპყრო.

მართალია, ჯიკიჩს მერკვილაძე მანამდეც ჰყავდა გამოძახებული, თუმცა მაშინ ტრავმის გამო საბოლოო, 12-კაციან განაცხადში მოხვედრა ვერ მოახერხა - მისი ოფიციალური დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დანიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა და ის ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა.

დანიასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში (შინ და გასვლაზე) ალექსანდრემ მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა. პირველ შეხვედრაში მოედანზე არასრული 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, მომდევნო თამაშში კი მოედანზე 27 წუთი გაატარა, კვლავ 12 ქულა ჩააგდო და 8 მოხსნა შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სნაიპერული სიზუსტე: ალექსანდრემ ამ ორ შეხვედრაში 7-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ეროვნული გუნდის ორ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მზადება გადამწყვეტი ბრძოლებისთვის

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩების წინ საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან მოსამზადებელი შეხვედრა გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით, 87:77 გაიმარჯვა. მერკვილაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გუნდს 6 ქულითა და 3 მოხსნით დაეხმარა.

წინ რთული გამოცდა გველოდება: 2 ივლისს გასვლით შეხვედრაში უკრაინას დავუპირისპირდებით, ხოლო 5 ივლისს საშინაო არენაზე ესპანეთის უძლიერეს ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ამ ეტაპზე, ჩვენი ნაკრები ჯგუფში, სადაც ესპანეთი, უკრაინა და დანია ასპარეზობენ, მე-3 ადგილს იკავებს. რეგლამენტის თანახმად კი ჯგუფიდან სამი გუნდი გადის და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ინაცვლებს, სადაც პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულებიც გადაჰყვებათ. შესაბამისად, მომდევნო ორ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ასეთ დაძაბულ და ფიზიკურად რთულ თამაშებში შემადგენლობის სიღრმეს გადამწყვეტი როლი აქვს. ალექსანდრე მერკვილაძის მსგავსი, მაღალი კლასის და კარგი მსროლელი კალათბურთელის ნაკრებში გამოჩენა სწორედ ის სიახლეა, რაც გუნდს მეტ მოქნილობასა და როტაციის უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს. ასე რომ, წინ ივლისის გადამწყვეტი მატჩები გველოდება და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ალექსანდრე მერკვილაძე თავის მორიგ შანსს ივლისის გადამწყვეტ შეხვედრებში.

ერთად ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს - თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა

11.08.2026.22:43

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა