American Vintage საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა
თბილისში, American Vintage-ის ახალი მაღაზიის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფრანგული ბრენდის პარტნიორობისადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები American Vintage-ის უახლეს კოლექციას გაეცნენ, მათ შორის იმ სამოსს, რომელიც ეროვნული ნაკრების ოფიციალური ტანისამოსის ნაწილი გახდება.
პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბრიდან American Vintage საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური off-field და lifestyle პარტნიორი გახდება. ბრენდი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ოფიციალური სამოსით უზრუნველყოფს.
American Vintage უკვე რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ ღირებულებებს - როგორც საკუთარი თანამშრომლების სპორტული აქტივობების ხელშეწყობით, ისე საგულდაგულოდ შერჩეული პარტნიორობების მეშვეობით. სპორტთან ეს მჭიდრო კავშირი უშუალოდ ბრენდის დამფუძნებლის, მიქაელ აზულაის ხედვიდან მომდინარეობს.
„სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩემს კეთილდღეობას და მაძლევს შესაძლებლობას, გონება გავითავისუფლო“, — აღნიშნავს AMV-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიქაელ აზულაი.
კომპანიის შიგნით ის ხელს უწყობს თვითგანვითარების, გუნდური ძალისხმევისა და საერთო მიზნისთვის მუშაობის კულტურას - ღირებულებებს, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე სპორტში. ეს ფილოსოფია ნათლად აისახება ბრენდის სათავო ოფისში, სადაც თანამშრომლებისთვის მოწყობილია საფეხბურთო მოედანი და სრულად აღჭურვილი სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, მათ მომსახურებას ფიზიოთერაპევტიც უწევს. ყოველწლიურად თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სპორტული პროექტები წარადგინონ, რომელთაგან ერთს კომპანია სრულად აფინანსებს".
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
23.10.2026.08:01
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელის შესახებ შემდეგი მონაცემების მითითებაა სავალდებულო:
მნიშვნელოვანია, რომ შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვეოდეს ბილეთის მფლობელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებს.
შეძენილი ბილეთები მომხმარებლებს BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მატჩამდე ორი დღით ადრე გაეგზავნებათ.
სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.