ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების შესრულების ვადად 8 თვე განისაზღვრა.
ბოლნისის თანამედროვე სტანდარტების ბუნებრივსაფარიანი სტადიონი 4500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
23.10.2026.08:01
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელის შესახებ შემდეგი მონაცემების მითითებაა სავალდებულო:
მნიშვნელოვანია, რომ შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვეოდეს ბილეთის მფლობელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებს.
შეძენილი ბილეთები მომხმარებლებს BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მატჩამდე ორი დღით ადრე გაეგზავნებათ.
სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.