მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ დასახელდა - ნაკრებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს

news image
mbc image

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 16 თებერვალს მადრიდში, „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ ესპანელ „ლომებთან“ გასამართ მატჩში ბორჯღალოსნებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს.

22 წლის ნინიაშვილი ბორჯღალოსნების თითქმის 36-წლიან ისტორიაში 36-ე კაპიტანია. ასაკის მიუხედავად, მისი სანაკრები დებიუტი ჯერ კიდევ 2020 წელს ირლანდიასთან (10:23) შედგა და მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. დღემდე ნინიაშვილის ანგარიშზე 37 კეპი და 88 ქულაა (11 ლელო, 12 გარდასახვა, 3 ჯარიმა).

ნინიაშვილს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია ელის. უნივერსალური მოთამაშე შეხვედრას მგეზავის პოზიციაზე იწყებს.

„2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, რიჩარდ ქოქრილს საკადრო პრობლემები შეექმნა. ნიდერლანდებთან 40:7 გამარჯვების შემდეგ მცირე ტრავმები აქვთ და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელები ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. ნიდერლანდებთან წითელი ბარათი მიიღო ბექა გორგაძემ, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე დაშავდა.

სწორედ ამითაა განპირობებული მგეზავად ნინიაშვილის მოვლინება, ფულბეკის პოზიციაზე კი ახალგაზრდა დაჩი პაპუნაშვილი ბრუნდება, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შვეიცარიასთან ჰქონდა. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად შალვა აფციაურს ვიხილავთ. სხვა მხრივ ნიდერლანდებთან მატჩის მსგავსად მეორე ფრთა ლელოების-მანქანა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, 9 ნომრად კი ვასილ ლობჟანიძეს ვიხილავთ.

ხუთი ცვლილებაა შერკინებაში. ესპანელებს „მონპელიეს პირველი ხაზი მიაწვება“. კვაჭმა ვანო კარკაძემ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა და ამჯერად მას ბურჯებად თანაკლუბელები - ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე ეყოლება. გიორგი მამაიაშვილმა და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს, კვაჭის პოზიციაზე კი შეცვლაზე კვლავ ირაკლი ქვათაძეს ვიხილავთ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი. მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე წელს ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ხოლო მარქაფაში გიორგი ჯავახია ყავთ.

ტრავმების გამო სრულად შეიცვალა მესამე ხაზი. ამჯერად თამაშს ილია სპანდერაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ, მარქაფაში კი ბექა შვანგირაძეა.

ლობჟანიძის შემცვლელი გელა აფრასიძე იქნება, ხაზს კი დემურ თაფლაძე და ლუკა ცირეკიძე გააძლიერებენ. ცირეკიძესთვის ეს მეორე თამაში იქნება. მას დებიუტი შარშან გერმანიასთან ჰქონდა.

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)
ა ჯგუფი. III რაუნდი. 16 თებერვალი (კვირა)
მადრიდი. ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე
ესპანეთი - საქართველო 15:45 (საქ. დრო)
საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

27.11.2026.18:33

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.

საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა