ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ - ხვიჩა კვარაცხელია
მადლობას გადავუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია, რა თქმა უნდა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
კვარაცხელიამ განმარტა, რომ კაპიტნობა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და უნდა, რომ მაგალითი იყოს თითოეული ფეხბურთელისთვის.
„რაც მიხარია ის არის, რომ გასახდელში თითოეული პიროვნება ერთიანი ვართ და ერთი გუნდი ვართ. ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.