მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

გაცხადებული გვაქვს, რომ ₾2 მილიარდი უნდა დაიხარჯოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმისთვის რომ 63-ივე მუნიციპალიტეტში აშენდეს ახალი, თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, რაც კიდევ ერთხელ მისცემს ბიძგს მასობრივი სპორტის განვითარებას - შალვა გოგოლაძე

news image
mbc image

გაცხადებული გვაქვს, რომ ₾2 მილიარდი უნდა დაიხარჯოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმისთვის რომ 63-ივე მუნიციპალიტეტში აშენდეს ახალი, თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, რაც კიდევ ერთხელ მისცემს ბიძგს მასობრივი სპორტის განვითარებას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

„ოლიმპიური ფესტივალები - მე 2015 წლის მაისში დავიწყე მინისტრის მოადგილედ მოღვაწეობა სპორტში და ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა იმ პერიოდში აშენდა ამერიკის საელჩოს ქვემოთ, დიღმის მასივში გახსოვთ 2015 წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ზაფხულის და აშენდა ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა რომ დამატებითი წვრთნები გაგვევლო და ის სპორტული შედეგები რითაც დღეს ვამაყობთ თითოეული ქართველი რა თქმა უნდა ამ სპორტულმა ინფრასტრუქტურამ ხელი შეუწყო. შემდგომ იყო ბაკურიანის 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც დამატებით აშენდა ყინულის სასახლეები, ბიატლონის ტრასა და სათხილამურო ტრასა მანამდე 23 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურებში რაც მივიღეთ და რა თქმა უნდა მას უკვე აქვს შესაძლებლობა რომ ჩვენ უკვე ახალი შემართებით დავიწყოთ ზამთრის სპორტის სახეობის განვითარება.  ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი გამოწვევაა ჩემთვის როგორც სპორტის მინისტრისთვის. მინდა რომ საქართველო არა მარტო კურორტად, არამედ როგორც სპორტადაც წარდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და მოწინავე როგორც ზაფხულის სპორტის სახეობებში. თქვენ იცით რომ მომავალში ჩვენ 29-ში მოპოვებული გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 21 წლამდელთა და  მისთვის დამატებითი ახალი ინფრასტრუტურაც უნდა შეიქმნას, ახალი შესაძლებლობაც მიეცეს და ნუ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც 2029 წელს უნდა ვუმასპინძლოთ. ჩვენ ისედაც  განცხადებული გვაქვს რომ ორი მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმისთვის რომ 63-ივე მუნიციპალიტეტში აშენდეს ახალი,  თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, რომელიც კიდევ ერთხელ მისცემს ბიძგს მასობრივი სპორტის განვითარებისა“, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება

08.09.2026.13:19

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი იღებს სტარტს. ტურნირის პირველი ეტაპის გახსნის დღეს 6 მატჩი ჩატარდება, მათ შორის ყველაზე ხმამაღალი მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ დაპირისპირება იქნება. 

ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან „აეკი“ და „ლასკი“; „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“, „პორტუ“ და „მანჩესტერ სიტი“, „ლილი“ და „რეალ ბეტისი“. 

ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა