მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

news image
mbc image

ლისის ტბამ მეოთხე საქველმოქმედო გარბენს უმასპინძლა, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას მიეძღვნა. შეგროვებული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში” გადაირიცხა. ფონდი 2018 წელს „სილქნეტმა“ დააფუძნა სამშობლოს დამცველ გმირებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის მიზნით. ფონდის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი ელჩები, დიპლომატები და სამხედრო ატაშეები.

საქველმოქმედო გარბენის ტრადიციას საფუძველი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით ჩაეყარა. წინა წლებთან შედარებით, წელს სპორტული ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გარბენი უფრო მასშტაბური გახდა.

ღონისძიების მთვარი სპონსორი იყო კომპანია „სილქნეტი“, ორგანიზატორები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ „თავდაცვის მოხალისე”, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: TKT.GE, ლისის ტბა, TrailLab, „შერატონ მეტეხი პალასი”, „მოგზაური“, „ჯინო ფარადაისი“ და Garmin.

დავით მამულაიშვილი - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა“ და „სილქნეტის” გენერალური დირექტორი

„მარათონი წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და, შეიძლება ითქვას, რომ მან ტრადიციის სახე მიიღო. ეს, პირველ რიგში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ასოციაციაციის წევრები: ამერიკის შერთებული შტატების, ბრიტანეთის, სლოვაკეთისა, ლიტვისა და სხვა ქვეყნების საელჩოები უდიდესი მონდომებით არიან ჩართულნი ამ ღონისძიებაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეგროვებული თითოეული ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფონდი დახმარებას უწევს არამხოლოდ დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს, არამედ მათ მეუღლეებსა და შვილებსაც. ამ მხარდაჭერას აქვს როგორც მატერიალური, ისე განსაკუთრებული მორალური მნიშვნელობა. მადლობა მინდა გადავუხადო სამხედრო ატაშეებს, ასოციაციას, ღონისძიების თითოეულ მონაწილესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს - ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და, იმედია, მარათონის ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.“

გარბენში მონაწილეობდნენ ქართველი სამხედროები, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მათი ოჯახის წევრები, ბავშვები და სხვა მხარდამჭერები.

მონაწილეებს არჩევანი სამ მარშრუტს შორის ჰქონდათ - 3 კმ-იანი სახალისო გარბენი, 7 კმ-იანი საშუალო საშეჯიბრო დისტანცია და 21.1 კმ-იანი ნახევარმარათონი.

7 და 21.1 კმ-იან დისტანციებზე გამარჯვებულ ქალებსა და მამაკაცებს (I-III ადგილები) პრიზები გარბენის მხარდამჭერებმა გადასცეს. მათთვის სპეციალური პრიზები დააწესეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასმა“ და კომპანიებმა Garmin-მა, „მოგზაურმა“ და„ჯინო ფარადაისმა“.

„მოგზაურმა“ სპეციალურ კატეგორიაში პრიზები იმ მოხალისეებსაც გადასცა, რომლებიც მარათონის მსვლელობისას ორგანიზატორებს აქტიურად ეხმარებოდნენ.

ლისის ტბის ადმინისტრაცია უკვე მეოთხე წელია, უსასყიდლოდ უთმობს ტერიტორიას ამ სპორტულ ღონისძიებას. ასევე, TKT.GE რეგისტრაციიდან მიღებულ თანხას სრულად, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გარეშე რიცხავს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში”, ხოლო კომპანია TrailLab გარბენის ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებას ყველა სტანდარტის დაცვით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

TKT.ge-ს მეშვეობით დარეგისტრირებულმა თითოეულმა მონაწილემ ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო მედალი მიიღო. გარბენის შედეგად 15 000 ლარამდე შეგროვდა, რომელიც სრულად ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა.

კომპანია სილქნეტმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციით მონაწილეობს ქველმოქმედებაში.

ფონდში წვლილის შეტანა და გმირების მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

• ვებგვერდი: www.wwsf.ge (საბანკო გადარიცხვით)
• საქველმოქმედო ნომერი: 0 901 777 771

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

27.11.2026.18:33

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.

საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა