მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 

27 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე შეკრების მეორე ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან. 

მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის და იტალიური „ფროზინონეს“ შემტევმა, გიორგი კვერნაძემ ისაუბრა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან. 

ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image გურამ კაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს

02.06.2026.11:18

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.

დღევანდელი მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იქნება გუნდის შემადგენლობაში. 

„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.

ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.

ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია“, - განაცხადა კაშიამ პრესკონფერენციაზე.

საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა