მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს ეროვნული ნაკრები სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს

news image
mbc image

ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ორი საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს.

2 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ბელფასტში ვითამაშებთ.

აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უნგრეთი - საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასია 7000 უნგრული ფორინტის ეკვივალენტი ლარში, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველოს შეხვედრის ბილეთის ღირებულება - 40 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში. ერთ მომხმარებელს თითოეულ მატჩზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:

  • სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, დაბადების თარიღი და ადგილი, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი;
  • აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს.

შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

05.09.2026.14:41

ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ქალაქ სენაკში, ქალაქ ტყიბულში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში.

ოთხივე მუნიციპალიტეტში, პროექტების ფარგლებში, მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და საჭირო სათავსოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა