მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

ეს არის ჯგუფი, რომელსაც არც ჩვენი ეროვნული ნაკრები აინტერესებს და არც ქვეყნის წარმატება უხარია - კობიაშვილი ეროვნული ნაკრების ბულინგზე

news image

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ შეტევას და მიზანმიმართულ ბულინგის კამპანიას, „ქრონიკასთან“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეხმიანება.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის მავნებლური ადამიანების ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, ნებისმიერი წარმატება ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანოს. 

„ეს არის ჯგუფი, რომელსაც არც ჩვენი ეროვნული ნაკრები აინტერესებს, არც ნაკრების მოთამაშეები და ზოგადად, არც ქვეყნის წარმატება უხარია. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი და შეიძლება ითქვას დავალებები, რომლებსაც ანხორციელებენ. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები ცოტანი არიან, არიან დიდი რაოდენობით ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებიც მიუხედავად რთული პერიოდისა, ყოველთვის იქცევიან ღირსეულად, ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი გულშემატკივარი“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა. 

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდგომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მისამართით ბულინგის მორიგი კამპანია დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ შეტევას და მიზანმიმართულ ბულინგის კამპანიას, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან შეუერთდა. „ვუყურებ რა ნაკრების უბედურებას - ეს არის პირდაპირი შედეგი მოთამაშეთა უმრავლესობის ხალხისგან მოწყვეტის“, - დაწერა მსჯავრდებულმა სოციალურ ქსელში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

20.05.2026.14:24

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს. 

ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს (21:00), რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს (20:00), ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - ნიდერლანდური „ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა