მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული ფეხბურთი ახალ დონეზე გადავიდა და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ - ლევან კობიაშვილი

news image
mbc image

უეფას ოფიციალურ გვერდზე და უეფას ონლაინ ჟურნალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ინტერვიუში საუბარია ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ფეხბურთის მიღწევებზე, ევრო 2024-ის ისტორიულ წარმატებაზე და ამ შედეგის მომტან სისტემურ მუშაობაზე.

სფფ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უეფა-ს როლზე და მხარდაჭერაზე ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. 

ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 100 მატჩის შემდეგ, ლევან კობიაშვილი 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული, 2023 წელს კი ის უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.

მისი ხელმძღვანელობით სფფ-მ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია, განავითარა ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრი და გაზარდა ჩართულობა, ეროვნულმა ნაკრებმა კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშიც იასპარეზა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლევან კობიაშვილთან, სადაც ის სფფ-ის პრეზიდენტის როლში თავის მთავარ მიღწევებზე, უეფა-ს დაფინანსების მნიშვნელობაზე და ფეხბურთის მომავალში ყოფილი ფეხბურთელების როლზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით 2025 წელს ქართული ფეხბურთისთვის?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ ჩვენ ახალ დონეზე ავედით და ქართული ფეხბურთის მიმართ ყურადღება უცხოეთიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩვენი „ა“ ნაკრებისთვის ეს არაერთგვაროვანი წელი იყო. სომხეთთან პლეი-ოფში გამარჯვების შემდეგ ჩვენ ერთა ლიგის B ლიგაში დარჩენა მოვახერხეთ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთსა და თურქეთთან ერთად ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით.

ჩვენმა 21-წლამდელთა ნაკრებმა წელს მეორედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ფუტსალის ნაკრები ასევე მეორედ გავიდა კონტინენტის პირველობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ზედიზედ ხუთი წელი სხვადასხვა ფორმატის დიდ ტურნირზე იასპარეზებს, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა.

რამ განაპირობა თქვენი ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრა?

ჩემთვის ერთი რამ ცხადია - ეს მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისა და კარგი მუშაობის შედეგი მთელი ჩვენი საფეხბურთო ეკოსისტემის მასშტაბით - ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული.

თუ ყველა ერთად იმუშავებს და ყოველ დღე, ყოველ კვირას, ყოველ თვე თავის მაქსიმუმს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებაც იქნება. შეიძლება ჩვენ ამისთვის სასურველზე ცოტა მეტი დრო დაგვჭირდა, თუმცა მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჩვენში, რამეთუ ყოველდღე ვხედავ, როგორ ვითარდებიან და შრომობენ ახალგაზრდა მწვრთნელები და ფეხბურთელები. საბოლოო ჯამში ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებას.

ჩვენ რა თქმა უნდა დაგვეხმარა ის ფაქტიც, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავს ისეთი ცნობილი სახელებით, როგორიცაა კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვები. თუმცა, ხშირად გვინახავს, რომ ​​მხოლოდ კარგი მოთამაშეები საკმარისი არ არის. მთელი ქართული საფეხბურთო ოჯახი უნდა იდგეს მათ უკან, აცნობიერებდეს თავის როლს და ასრულებდეს თავის საქმეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს იღბალი არ იყო. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

ყველა ქართველი ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ითამაშებდა, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ჩვენ ეს შევძელით და არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღეთ ამ ტურნირზე, არამედ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ჯგუფიდან გავედით. პორტუგალია დავამარცხეთ და ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის 40 წუთის მანძილზე წინ ვიყავით. ეს საოცარი შეგრძნება იყო.

ახლა კი გვინდა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და მომავალ დიდ ტურნირზე გასვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევრო 2024 ჩვენთვის პირველი და უკანასკნელი არ იყოს.

რამდენად მნიშვნელოვანია უეფა-ს ერთა ლიგა საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის?

ერთა ლიგა ბრწყინვალე იდეაა და ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში დაგვეხმარა.

ჯერ კიდევ კარგად მახსოვს პირველი გათამაშება, როდესაც საქართველო D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი ჩვენ C ლიგაში ვთამაშობთ. ეს უკვე დიდი ნაბიჯია, და ძლიერ გუნდებთან თამაში ჩვენი ნაკრებისთვის სასარგებლოა.

მეორეს მხრივ, წნეხიც უფრო მაღალია. ხალხი წინსვლას ელოდება. ახლა ჩვენი ამბიციაა A ლიგაში მოხვედრა, და რატომაც არა? ამავდროულად არსებობს C ლიგაში დაქვეითების რისკიც, რასაც ჩვენ სომხეთთან კარგი თამაშით გადავურჩით.

მოუთმენლათ ველით შემდეგ წილისყრას, რომელიც თებერვალში გაიმართება. ერთა ლიგამ ჩვენ დიდი სიხარული მოგვიტანა, ევრო 2024-ზე თამაშის საშუალება მოგვცა, და ზოგადად ჩვენთვის იღბლიანი გამოდგა.

რატომ გადაწყვიტეთ, მწვრთნელობის ნაცვლად მმართველობას გაჰყოლოდით?

ყოველთვის ვაპირებდი სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას, და 2015 წელს ასეც მოხდა.

ქართული ფეხბურთი იმ დროს კრიზისში იყო - ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში 156-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. ჩემი სურვილი იყო, საკუთარი გამოცდილებით ქართულ ფეხბურთს დავხმარებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არსებული სიტუაციის გამოსწორება შეგვეძლო.

ვგრძნობდი, რომ მწვრთნელობა ჩემი მოწოდება არ იყო, თუმცა მაინც ავიღე ლიცენზია, რამეთუ ოფიციალური პირისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ როგორ მუშაობს მწვრთნელი.

დავიწყე საფეხბურთო მენეჯმენტის სწავლა და თავიდანვე ვიგრძენი, რომ ადმინისტრაციულ როლს კარგად მოვერგებოდი. უკვე 10 წელია ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციაზე ვარ და მიხარია, რომ ამდენი მიზანი წარმატებით შევასრულეთ.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოფილმა მოთამაშეებმა ამგვარი პოზიციები დაიკავონ და ფეხბურთის მომავლის ჩამოყალიბებაში მიიღონ მონაწილეობა?

ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფედერაციას და ქვეყანას საკუთარი მიზნები და იდეები გააჩნია, თუმცა მე მჯერა, რომ ყოფილ მოთამაშეებს მნიშვნელოვანი როლები უნდა ეკავოთ.

ჩემი როგორც ნაკრების ყოფილი მოთამაშის გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, როგორი სიტუაცია იყო ჩემს დროს, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. მესმის, როგორ აზროვნებენ მოთამაშეები, რაც ყოველთვის ადვილი არ არის.

მე ვმუშაობ უეფა-ს ფეხბურთის და ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ ფეხბურთის განვითარებისთვის და მე მიხარია, რომ ამ საქმეში ყოფილი მოთამაშეები მიდგანან გვერდით.

არ არის აუცილებელი, რომ ყველა წამყვანი პოზიცია ყოფილ მოთამაშეს ეკავოს, მაგრამ როდესაც დისკუსიების დროს ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი იყრის გაქვს, ეს ნამდვილად გვეხმარება იდეების ჩამოყალიბებაში - ვიცით, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანებთან ერთად ოთახში ჯდომა და ფეხბურთზე საუბარი. ეს ძალიან სახალისოც არის და მიხარია, რომ ევროპული ფეხბურთის გაძლიერებაში საკუთარი წვლილიც შევიტანე.

სფფ-ის პრეზიდენტის როლში ყველაზე მეტად რომელი მიღწევებით ამაყობთ?

ბოლო ათი წლის მანძილზე ჩვენ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. ეს განსაკუთრებით პირველ 2-3 წელს ეხება.

დავიწყეთ ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო - მეტი სტადიონი და მეტი სავარჯიშო მოედანი ნიშნავს მეტ მასობრივ და ახალგაზრდულ ფეხბურთს. წლიდან წლამდე ვვითარდებოდით და ეს რთული, მაგრამ საინტერესო გზა იყო.

ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო საბერძნეთთან პლეი-ოფის მატჩი, როდესაც მოვიპოვეთ ევრო 2024-ის საგზური. ეს დღე არასდროს დამავიწყდება და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველსაც მუდამ ემახსოვრება. ახლაც კი, როდესაც ვფიქრობ იმ ემოციურ მატჩზე და მის შემდეგ თბილისში განვითარებულ ამბებზე, ჟრუანტელი მივლის. ეს მართლაც განსაკუთრებული დღე იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ უკვე ზედიზედ ხუთი წელია ვმონაწილეობთ დიდ ტურნირებში - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს საოცარი მიღწევაა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. თუმცა, ახლა მთავარია ხვალინდელი დღე და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს გრძნობები ხელახლა განვიცადოთ.

რამდენად მნიშვნელოვანია უეფა-ს „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის?

„ჰეტ-ტრიკის“ გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებას, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ამ პროგრამამ ჩვენ მოგვცა უამრავი ობიექტის აშენების საშუალება. ახალგაზრდული გუნდებისთვის, გოგონათა და ქალთა ფეხბურთისთვის ბოლო დროს აშენებული ინფრასტრუქტურა მთლიანად „ჰეტ-ტრიკის“ დამსახურებაა.

როდესაც მე ქვეყნის მასშტაბით ვმოგზაურობ, ყველგან ვხედავ საფეხბურთო მოედნებს, რომლებიც „ჰეტ-ტრიკის“ გარეშე არ იარსებებდა.

თუმცა, საქმე მხოლოდ ინფრასტრუქტურას არ ეხება. გვაქვს მწვრთნელთა განათლებისა და საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამებიც. მხოლოდ მოედნების ქონა საკმარისი არ არის - საჭიროა კარგად მომზადებული მწვრთნელები და კვალიფიციური პირები, რომლებიც სხვადასხვა როლს ასრულებენ. ეს ყველაფერი ასევე „ჰეტ-ტრიკის“ წყალობით გახდა შესაძლებელი. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამ პროგრამის.

უეფა თქვენ ასევე დაგეხმარათ 2022–2026 წლების განვითარების სტრატეგიის შექმნაში. როგორ მუშაობს სფფ ამ სტრატეგიის მიხედვით?

ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სფფ-ს ოფიციალური სტრატეგია გააჩნია. მისი მეშვეობით ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რა გველოდება წინ, რა ამოცანები გვაქვს დასახული, და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.

ფეხბურთი ვითარდება, ახალი პრიორიტეტები ჩნდება, და ჩვენც რა საკვირველია უკვე შემდეგ სტრატეგიაზე ვფიქრობთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული ფეხბურთი ახალ დონეზე გადავიდა და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებიდ საჭიროებს გაუმჯობესებას, ჩვენი შიდა ჩემპიონატია. არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ჩვენ კლუბებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ზოგადად კი ახლანდელი სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს.

ჩვენ ასევე მივაღწიეთ წინსვლას ჩვენი ქალთა ფეხბურთის სტრატეგიით. ახლა ათასობით მეტი გოგონა თამაშობს ფეხბურთს, მაშინ როდესაც ისინი ადრე ხშირად ვერ ბედავდნენ თამაშს. ჩვენ ბევრ გოგონას მივეცით იმედი და დღეს ყველას, ვისაც სურს ფეხბურთის თამაში, აქვს ამისი შესაძლებლობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე

20.07.2026.17:14

ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.

მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.

მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.

ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა