ევროპის ჩემპიონი ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიადის ფინალშია - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
2026 წელი ქართული ყინულის სპორტისთვის ჩემპიონობით დაიწყო. კერძოდ, იანვარში, ევროპის ჩემპიონატზე, ნიკა ეგაძემ უმაღლეს დონეზე შეასრულა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამა, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც ისტორია დაწერა ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლის იმედი რეალობად აქცია.
ახლა ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფიგურულ მოციგურავეს ისტორიაში პირველი მედლის მოსაპოვებლად.
აღნიშნულ ბლოგში უკეთ გაგაცნობთ ევროპის ჩემპიონს და გიამბობთ ამბავს თავდაუზოგავი შრომის, დისციპლინისა და მოტივაციის შესახებ.
ევროპული ტრიუმფი - ისტორია დაწერილია
ევროპის ჩემპიონობა ნიკა ეგაძის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. შედეგი, რომელმაც არა მხოლოდ სპორტული მიზნები, არამედ მთელი ქვეყნის ისტორია შეცვალა. როგორც თავად ქართველი მოციგურავე აღნიშნავს:
„ეს არის წლების შრომის, რწმენისა და ტკივილის შედეგი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ შევძელი საქართველოსთვის ისტორიის დაწერა და ჩემი ქვეყნის სახელის ყველაზე მაღალ დონეზე წარმოჩენა. ყინულზე გასვლამდე ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, უბრალოდ გამეკეთებინა საქმე, რომელიც აქამდე გამიკეთებია“.
ეს გამარჯვება მისი პირადი მიღწევის გარდა, ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად იქცა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ სფეროში შესაძლებლობები უსაზღვროა.
განვლილი გზა, ბავშვობა და ოცნებები
გამორჩეულად სანახაობრივი ფიგურული სრიალი შორიდან ზღაპრულად და მარტივად ჩანს, თუმცა სინამდვილეში სუფთად, უშეცდომოდ შესრულებული პროგრამის მიღმა მრავალი საათი, დაუღალავი შრომა და მუდმივი მზადება დგას.
ჩვენი გმირი ამ რთული გზის გავლას ოთხი წლის ასაკში შეუდგა. იმ წამიდან, როდესაც პირველად დადგა ყინულის მოედანზე, მისი ცხოვრება ფიგურულ სრიალს დაუკავშირა.
„ბავშვობა მახსენდება როგორც სიხალისის, დაცემისა და ოცნებების პერიოდი. ეს არის ცხოვრება, სადაც ყოველი დღე შრომაა, მაგრამ ყოველი წამი მიზნისკენ სვლის ნაწილი. რაც უფრო მეტად ვიტვირთები, რაც უფრო ზედმიწევნით ვასრულებ ილეთებს. მემატება თავდაჯერება, რაც ასპარეზობის დროს გადამწყვეტი ფაქტორია.“- აღნიშნავს ნიკა.
ბუნებრივია, იყო ტრავმები, სტრესი და პერიოდები, როცა მარცხი და სირთულეები ერთდროულად მოდიოდა. მაგრამ ახალგაზრდა ჩემპიონმა საკუთარი თავის რწმენითა და გვერდში მდგომი ადამიანების დახმარებით, ეს ეტაპები წარმატებით დაძლია. 2016 წლიდან ასპარეზობს საერთაშორისო შეჯიბრებებში და უკვე მრავალი გამარჯვებით დაამტკიცა მისი შესაძლებლობები. ნიკა ეგაძის ანგარიშზე უამრავ მედალს შორის, ორი ოქროა.
სტაბილურობა და სამომავლო გეგმები
23 წლის ასაკში მიღწეული წარმატებისა და აღიარების ფონზე რა გასაკვირია რომ არ ჩერდება და კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას აპირებს. თუმცა სანამ კიდევ ერთხელ გააჟღერებს საქართველოს სახელსა და ჰიმნს, ნიკას მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნება და კიდევ უფრო მაღალი დონის ჩვენებაა. სამომავლოდ კი მინდა, რომ ჩემი კარიერა არ იყოს მხოლოდ ერთჯერადი წარმატება, არამედ გრძელვადიანი ისტორია.“ - ამბობს ნიკა.
აქვე გეტყვით, რომ წინ ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკმაოდ საინტერესო ფინალი გველოდება. კერძოდ, მილანისა და კორტინა-დ’ამპეცოს თოვლიან მწვერვალებში ისტორიულ მოვლენა მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენები 70 წლის შემდეგ პირველად ასპარეზობენ.
ნიკა ეგაძე კი ამ ისტორიის ეპიცენტრშია - ის ხომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე
20.07.2026.17:14
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.
მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.
მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.
ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.