მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.5
0.0347
flag
AZN 1.5375
-0.0004
flag
CNY 38.79
0.0026
flag
EUR 3.0349
0.0084
flag
GBP 3.5454
0.008
flag
KZT 56.61
-0.0003
flag
TRY 0.0545
-0.0001
flag
USD 2.6138
-0.0007
news banner

FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ

news image
mbc image

კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, 28 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.

საქართველომ და სომხეთმა ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს. 

ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. 

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს. 

მასპინძელი ქალაქების, სტადიონების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ლევან კობიაშვილი: მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა.

არმენ მელიქბეკიანი: ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც და სომხეთიც მსოფლიო თასს ღირსეულად უმასპინძლებს. ყველაფერს ვეცდებით, რომ FIFA-ს ახალგაზრდული მსოფლიო რანგის ტურნირების ისტორიაში, ეს ტურნირი გამორჩეული იყოს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს

17.08.2026.14:31

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს, ლევან გუგავას, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებას - ევროპის ორგზის ჩემპიონობას, ხოლო საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მეორედ დაუფლებას ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

რექტორის შეფასებით, ლევან გუგავას წარმატება განსაკუთრებით საამაყოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სპორტული კარიერის წარმატებით შეთავსება ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ბრწყინვალე შედეგს, რაც მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენით მიიღწევა.

„გულითადად ვულოცავ საქართველოს პარაძიუდისტთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობასა და მნიშვნელოვან წარმატებას, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, ლევან გუგავას, პირადად ვულოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას.

ეს გამარჯვება ლევან გუგავას მაღალი პროფესიონალიზმის, ძლიერი ნებისყოფისა და დაუღალავი შრომის ნათელი დასტურია. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს.

სასიხარულოა, რომ ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის - ორი ოქრო. ამ დიდ წარმატებაში ლომის წილი ჩვენს სტუდენტს მიუძღვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ ლევან გუგავას ევროპის ორგზის ჩემპიონობას. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მრავალ ახალ გამარჯვებას და ამასთანავე, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ის მომავალშიც არაერთხელ ასახელებს საქართველოსა და თავის ალმა-მატერს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან გუგავამ ჰაიდელბერგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს, რუმინელ დანიელ ვარგოვსკისა და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე საადო აბდურაჰმანოვს სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი გამოცდილი ბრიტანელი პარაძიუდოისტი ივენ მოლოი ერთ წუთში ეფექტური გდებით დაამარცხა. რაც შეეხება საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს, მან გუნდურ პირველობაში საფრანგეთს, ესპანეთსა და მოლდოვას ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებს კი 4:0 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა