მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად - საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა. ესპანეთის, უკრაინისა და დანიის ჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილის შემდეგ, ჩვენი გუნდი მეორე, გადამწყვეტ რაუნდში გადავიდა, სადაც მიზანი ერთია - ზედიზედ მეორედ მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

მსოფლიო ჩემპიონატისკენ გადამწყვეტ სვლას ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი უმნიშვნელოვანესი მატჩებით იწყებს:

28 აგვისტო, 19:30 | საქართველო v მონტენეგრო;

31 აგვისტო, 22:00 | პორტუგალია v საქართველო.

ოფიციალური მატჩების წინ, ჩვენმა ნაკრებმა ორი მოსამზადებელი სპარინგი ჩაატარა და ორივეში გამარჯვება მოიპოვა. ჯერ იყო დახურული შეხვედრა ლიბანთან, რომელიც სასურველი ანგარიშით, 93:74 დასრულდა, 23 აგვისტოს კი, ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში, ქართველმა გულშემატკივარმა ისრაელის წინააღმდეგ შთამბეჭდავი სანახაობა (101:90) იხილა.

ისრაელთან შეხვედრაში ერთბაშად ექვსმა ქართველმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ბარიერი. საუკეთესო მოთამაშე კი გოგა ბითაძე გახდა - 22 ქულით და 8 მოხსნით. მას მხარი აუბეს თორნიკე შენგელიამ (21 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი) და სანდრო მამუკელაშვილმა (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა). გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მარკის რიდმა (12 ქულა, 4 პასი), რატი ანდრონიკაშვილმა (12 ქულა) და დუდა სანაძემაც (11 ქულა).

ამ ორ მატჩში, ჯიკიჩმა გაფართოებულ შემადგენლობას უხმო. ოფიციალურ მატჩებში კი მის შემადგენლობაში 12 კალათბურთელი იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდებს პირველ რაუნდში დაგროვილი ქულები გადმოჰყვა, შედეგად, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი - 11 ქულა;
2. უკრაინა - 10 ქულა;
3. მონტენეგრო - 10 ქულა;
4. პორტუგალია - 9 ქულა;
5. საბერძნეთი - 9 ქულა;
6. საქართველო - 9 ქულა.

მეორე რაუნდში ჩვენი ნაკრები მხოლოდ მონტენეგროსთან, პორტუგალიასთან და საბერძნეთთან გამართავს მატჩებს (შინ და გასვლაზე - სულ 6 შეხვედრა), თუმცა საგზურისთვის ბრძოლაში ქულებით ესპანეთსა და უკრაინასაც ვეპაექრებით. ამ ჯგუფიდან, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 3 ნაკრები მოიპოვებს, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი, გადამწყვეტი უპირატესობა ბურთების სხვაობას მიენიჭება.

წინ გადამწყვეტი ბრძოლებია - საქართველოს ნაკრები ისტორიის ახალი ფურცლების დასაწერად ემზადება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

05.09.2026.14:41

ოთხ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ქალაქ სენაკში, ქალაქ ტყიბულში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში.

ოთხივე მუნიციპალიტეტში, პროექტების ფარგლებში, მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და საჭირო სათავსოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა