გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის საფეხბურთო კლუბ „სპორტინგში“ განაგრძობს
გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის საფეხბურთო კლუბ „სპორტინგში“ განაგრძობს. ინფორმაცია „ლევანტეს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
პორტუგალიის ერთ-ერთმა გრანდმა 25 წლის ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის 30 ივნისამდე იჯარით ამჟამინდელ კლუბში „ლევანტეში“ დარჩება და ივლისიდან „სპორტინგს“ შეუერთდება. პორტუგალიელებს ქოჩორაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვა 5 მილიონ ნახევარი ევრო დაუჯდათ.
წლევანდელ ესპანეთის საგუნდო დივიზიონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე პასია.
სხვა სიახლეები
გურამ კაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს
02.06.2026.11:18
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.
დღევანდელი მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იქნება გუნდის შემადგენლობაში.
„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.
ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.
ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია“, - განაცხადა კაშიამ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.