ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
დღესვე გურამ თუშიშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
სხვა სიახლეები
პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში ალექს პერეირას, ილია თოფურიას, ჯასტინ გეიჯისა და სირილ განის შეხვდა - თეთრი სახლი
07.05.2026.10:37
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტი ტრამპი სპორტული სამყაროს გამორჩეულ სახეებს შეხვდა. ივნისში დაგეგმილი ტურნირის - UFC Freedom 250-ის წინ, პრეზიდენტმა მებრძოლებს უმასპინძლა და მათთან ერთად მომავალი ორთაბრძოლები განიხილა.
„მზადება ბრძოლისთვის სამხრეთ ეზოში. პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში ალექს პერეირას, ილია თოფურიას, ჯასტინ გეიჯისა და სირილ განის შეხვდა - ივნისში დაგეგმილ ტურნირზე, UFC Freedom 250-ზე მათი ბრძოლების წინ“, - წერს თეთრი სახლი.