მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

news image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას იწყებს.

ძველი სტადიონი, რომლის ადგილზე ახალი ტექნიკური ცენტეი მოეწყობა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილებისა და სამეურნეო სათავსოების მოწყობა.

სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ტექნიკური ცენტრი ასევე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სპორტული ინვენტარითა და მოედნის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რეგიონებში სპორტის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

მათ ასევე დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილის შესაარჩევად.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

20.05.2026.14:24

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 25 მაისს დაიწყებს. 

ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გუნდი ორ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს (21:00), რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს (20:00), ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - ნიდერლანდური „ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა