ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია
„პარი სენ-ჟერმენმა“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალურ მატჩში ბრაზილიური „ფლამენგო“ დაამარცხა.
კატარის ქალაქ ერ-რაიანში გამართული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ლიბერტადორესის თასის მოქმედი გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ, დაძაბული გამოდგა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.
38-ე წუთზე ანგარიში „პსჟ“-ს შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
62-ე წუთზე „ფლამენგომ“ წონასწორობა აღადგინა - ჟორჟინიომ პენალტი ზუსტად გამოიყენა.
გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო, სადაც პარიზელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
სხვა სიახლეები
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება
08.09.2026.13:19
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი იღებს სტარტს. ტურნირის პირველი ეტაპის გახსნის დღეს 6 მატჩი ჩატარდება, მათ შორის ყველაზე ხმამაღალი მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ დაპირისპირება იქნება.
ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან „აეკი“ და „ლასკი“; „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“, „პორტუ“ და „მანჩესტერ სიტი“, „ლილი“ და „რეალ ბეტისი“.
ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.