მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

კლუბებში ტალანტების შენარჩუნების გარეშე კონკურენტუნარიანები ვერ ვიქნებით - ლევან კობიაშვილი

news image
mbc image

ლევან კობიაშვილმა პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში ეროვნული ლიგის კლუბებზე ისაუბრა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დონის ზრდა უპირველესად კლუბების მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.

„ეროვნულ ლიგასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა ფედერაცია კლუბების საქმეს ვერ გააკეთებს. არავის ვემიჯნებით და ნებისმიერი კლუბის წარმატება გაგვიხარდება. მათი წარუმატებლობა კი გვაწუხებს და გვტკივა. ფედერაცია ეროვნული ლიგის ორგანიზატორია და ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა – ინფრასტრუქტურა განვითარდა, თუმცა კონკრეტულ ქალაქებში კვლავ არსებობს პრობლემები. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე წლების წინ იყო.

მეორე საკითხია სათამაშო ხარისხი, რასაც ფედერაცია ვერ უზრუნველყოფს. მე არც კლუბის ხელმძღვანელი ვარ, არც მწვრთნელი და არც ის ადამიანი, ვინც ტრანსფერებს განაგებს. ამიტომ მოედანზე ნაჩვენებელი ხარისხი თავად კლუბებმა უნდა უზრუნველყონ. ამასთან, ჩვენ ცალ-ცალკე არ ვდგავართ – ერთმანეთთან კავშირი გვაქვს და გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობაც საერთო გვაკისრია. იმედი მაქვს, ახალი ჩემპიონატი უკეთესი იქნება.

პირველ რიგში, ყველანი თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ. წარუმატებლობის მიზეზები სხვაგან არ უნდა ვეძებოთ. ფაქტია, რომ უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილზე ვართ, რაც კატასტროფაა და არავისთვის მისაღები არ არის. თუმცა ეს ჩვენი რეალური დონის სრულად ამსახველი მაინც არ არის.

არაფერი გამოვა, თუ კლუბი მოთამაშეს ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ გაუშვებს. ტალანტი გარკვეულ ეტაპამდე უნდა შეინარჩუნო, მეტი ფინანსური რესურსი ჩადო და გუნდი გააძლიერო. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთ-ორ კარგ თამაშს ჩაატარებს და მაშინვე ტოვებს გუნდს, სათანადო შემცვლელის გარეშე, ბუნებრივია, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობაზე საუბარი რთული იქნება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოდან დაიწყება

24.08.2026.13:02

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს საშინაო მატჩებით იწყებს. სექტემბერში გუნდი თბილისში ორ მატჩს ჩაატარებს. 

25 სექტემბერს, „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

28 სექტემბერს კი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა