კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით - ვილი სანიოლი
კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან მოგებული თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ახლა მთავარია შემოდგომის თამაშებისთვის მოემზადონ.
„კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, მათ შორის, შეცვლაზე შესული მოთამაშეებით.
არის თუ არა მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში? დიახ, ასეა, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდა მოთამაშეა და კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ თავის კლუბში უფრო მეტს ითამაშებს. მისი მენტალიტეტიც ასეთია, გამარჯვებულია და მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.
რაც შეეხება შეცვლილ ტაქტიკას და ოთხ მცველზე გადასვლას, როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს. საბას სახით კი ძალიან პერსპექტიული მოთამაშე შეგვემატა. ახლა მთავარია შემოდგომის თამაშებისთვის მოვემზადოთ. მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ახლა ძნელია სკამზე დავსვათ. მესმის, რომ შესაძლოა ყველა თავდამსხმელს მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ვურჩევდი, მეტი იშრომონ და სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ“, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
საქართველოს და სომხეთის ნაკრებების მატჩი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 6:1 დასრულდა.
სხვა სიახლეები
Coca-Cola Bottlers Georgia - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია
14.05.2026.10:43
სპორტის მხარდაჭერა, ახალგაზრდა თაობის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა - Coca-Cola Bottlers Georgia ამ ღირებულებებს აერთიანებს და ამ გზავნილებით საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია.
კომპანია, ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი პარტნიორი ორი ფლაგმანი - Coca-Cola და წყალი „მთის“ - ბრენდებით გახდა. კოკა-კოლას საქართველოში სპორტის განვითარებისა და მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია აქვს. კომპანიას წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაში.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის ფინალური, მესამე ეტაპი ბათუმში, 2026 წლის 2-6 ივნისს გაიმართება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდა სპორტსმენებს გააერთიანებს.
შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში გაიმართება, მათ შორისაა - ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო და ხელბურთი.
ფესტივალში 14-17 წლის 1200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოს 12 რეგიონიდან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 2 ივნისს ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე იქნება, დახურვის ცერემონიას კი 5 ივნისს ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს.
ფესტივალის ფარგლებში სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მთავარი პრიზი კი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც საერთო შედეგს ქულათა ჯამური მაჩვენებლით აჩვენებს.
Coca-Cola Bottlers Georgia-სთვის სპორტი ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ძალაა. კომპანია მხარს უჭერს სპორტის სხვადასხვა სახეობას და მიიჩნევს, რომ სპორტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, დაიჯერონ საკუთარი თავის და წარმატებას მიაღწიონ. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სწორედ ამ იდეას ემსახურება - სპორტის მასობრიობის ზრდას, ახალგაზრდა ტალანტებისა და მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, რეგიონული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.