ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის ცნობით, ძალოსანმა 1 ბრინჯაოს და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
„პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან ლადო ძიმცეიშვილი (85 კგ) ასპარეზობს.
ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 139 კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა.
ძიმცეიშვილმა აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა , ძიმცეიშვილმა ასევე ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო, ძალოსამა ჩემპიონობა იზეიმა ორჭიდში მოგროვილი 314 კილოგრამითაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა
25.10.2026.00:47
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა.
აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმაც ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე" გაიმართა.