ლაშა ბექაური აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ფინალში მოლდოველი მაჰილ ლატისევი დაამარცხა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრამდე მან ნიდერლანდელი მარკუს ვან დეიკი, რუსი ეგორ ანდონი და სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელ ჯომგჰუნ კიმს სძლია.
მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები აბუ-დაბის „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სხვა სიახლეები
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია
01.04.2026.12:01
ცნობილი გახდა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდი. ერაყის ნაკრებმა კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ერთ-ერთ ფინალურ მატჩში ბოლივია 2:1 დაამარცხა და იმ 47 ნაკრებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მანამდე უკვე მოახერხეს. ისინი 12 ჯგუფში არიან გადანაწილებულები.
ჯგუფი A: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი.
ჯგუფი B: კანადა, შვეიცარია, კატარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ჯგუფი C: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია.
ჯგუფი D: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი.
ჯგუფი E: გერმანია, კიურასაო, კოტ-დ’ივუარი, ეკვადორი.
ჯგუფი F: ნიდერლანდები, იაპონია, ტუნისი, შვედეთი.
ჯგუფი G: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია.
ჯგუფი H: ესპანეთი, კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი.
ჯგუფი I: საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია, ერაყი.
ჯგუფი J: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია.
ჯგუფი K: პორტუგალია, კოლუმბია, უზბეკეთი, კონგოს დრ.
ჯგუფი L: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა.
მსოფლიო ჩემპიონატი წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.