ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს
ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
„ლაშა ტალახაძე ფედერაციის ხელმძღვანელად ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ერთსულოვნად აირჩიეს.
ასევე დამტკიცდა გამგეობის წევრები:
1. ტალახაძე ლაშა - თავმჯდომარე
2. კახიაშვილი კახი
3. ასანიძე გიორგი
4. თურმანიძე ირაკლი
5. გახოკიძე ავთანდილ
6. ტალახაძე კობა
7. თვალოძე ილია
8. ანთაური ზურაბ
9. ლომთაძე მალხაზ
10. ჩიქოვანი გოჩა
11. მიშველიძე შოთა
12. ცირეკიძე რაული
13. ხარატაშვილი დავით
14. ჭინჭარაული გიორგი
15. ხუზაურაშვილი ნუგზარ
გენერალური მდივნის პოსტს კვლავ მურადაშვილი რუსუდანი დაიკავებს.
ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა.
ასევე აირჩა სარევიზიო და დისციპლინარული კომისია
სარევიზიო კომისია:
1. თურმანიძე ირაკლი - თავმჯდომარე
2. ხარატაშვილი დავით
3. ცირეკიძე გია
დისციპლინური კომისია:
1. ცირეკიძე გია - თავმჯდომარე
2. ანთაური ზურაბ
3. გოგია ბესარიონ
4. დუმბაძე სულხან
5. ბასილია აბესალომ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ბენ შელტონი დაამარცხა
11.05.2026.11:40
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა. 34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძლიერ მეტოქეს სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ორი ეისი მოაწოდა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ტურნირის მომდევნო წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.