მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია - ირაკლი კობახიძე
მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
მთავრობის მეთაური წარმატებებს უსურვებს ვილი სანიოლს მომავალ სამწვრთნელო კარიერაში.
“მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. წარმატებები მას მომავალ სამწვრთნელო კარიერაში!”, - აღნიშნავს პრემიერი.
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა
25.10.2026.00:47
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა.
აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმაც ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე" გაიმართა.