მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

მასტერსი-საქართველო | ახალი სიტყვა ქართულ ჯუდოში

news image
mbc image

ქართული ჯუდოს ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა: ძიუდოს აკადემიამ ოფიციალურ მასტერსს (მასტერსი-საქართველო) უმასპინძლა, სადაც საუკეთესო ქართველი ჯუდოისტების ბრძოლას მივადევნეთ თვალი. მისი საპრიზო ფონდი 154,000 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

ტურნირზე მონაწილეობას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ჯუდოისტები, ასევე საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატის პრიზიორები, საქართველოს 2025 წლის მეორე დონის ჩემპიონატის ფინალისტები, საქართველოს 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტები და მეორე დონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისტები იღებდნენ. მონაწილეების შერჩევა შიდა რეიტინგით მოხდა და თითოეულ წონაში 10-10 ჯუდოისტი ასპარეზობდა.

განსაკუთრებული ინტერესი 90კგ. კატეგორიაში გამართულმა ფინალმა გამოიწვია, სადაც ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონები - ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი დაუპირისპირდნენ, სადაც ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. როგორც ცნობილია, მომავალ ტურნირებზე ტატო ჩვეულ 81 კგ. წონით კატეგორიაში გააგრძელებს ასპარეზობას.

თორნიკე გიგაურსა და თემურ ნოზაძეს შორის გამართული ფინალი ასევე დიდ ინტერესს ატარებდა: გიგაურმა, რომელიც ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მორიგი გამარჯვება მიითვალა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მისი სახით ქართულ ჯუდოს დიდი ძალა შეემატა.

ტურნირის შედეგები ასეთია:

60 კგ - 1. გიორგი სარდალაშვილი; 2. ჯაბა პაპინაშვილი; 3. ლუკა მოდებაძე, მათე გოგობერიშვილი.
66 კგ - 1. თორნიკე გიგაური; 2. თემურ ნოზაძე; 3. ლაშა ნადირაძე, დავით ქარელი.
73 კგ - 1. გიორგი ტერაშვილი; 2. გიორგი ჩიხელიძე; 3. გიორგი ლოლაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ - 1. ზაურ დვალაშვილი; 2. კოტე კაპანაძე; 3. საბა ჯახველაძე, ილია ყველაშვილი.
90 კგ - 1. ტატო გრიგალაშვილი; 2. ლუკა მაისურაძე; 3. გიორგი ჯაბნიაშვილი, სოსო ებილაშვილი.
100 კგ - 1. ნიკა ხარაზიშვილი; 2. გიორგი ბენდელიანი; 3. ლუკა დემურაძე, იმედა გოგოლაძე.
+100 კგ - 1. ირაკლი დემეტრაშვილი; 2. საბა ინანეიშვილი; 3. შალვა გურეშიძე, გელა ზაალიშვილი.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს - თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა

11.08.2026.22:43

22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა