მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

28-30 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოზანამ ტურნირის ისტორიაში პირველად, გრანდ სლემს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა მსოფლიოს 78 ქვეყნის 525 ძიუდოისტმა მიიღო.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქართველმა ფალავნებმა მაყურებელს არაერთი დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა შესთავაზეს.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ტატამიდან მედლის გარეშე აღარ ბრუნდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე მიმავალ გზაზე მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა - მან ფინალამდე 2 იპონით და 2 იუკოთი მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში მის პირისპირ ძალიან რთული მეტოქე, ფრანგი სარა ლეონი იდგა. ეთერმა ფრთხილი და ტაქტიკურად გამართული ბრძოლა აჩვენა, მეტოქეს იუკოთი აჯობა და საქართველოს ოქროს მედალიც მოუტანა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ილია სულამანიძეც (100 კგ.). ილია ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მისივე გამარჯვებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინალამდე იოლი გზა გაიარა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში, სულამანიძის მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კათარინა იყო, რომლის ასპარეზობაც წელს თბილისშიც ვიხილეთ, სადაც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ურთულეს და დაძაბულ ბრძოლაში ილია სულამანიძემ დამაჯერებლობა შეინარჩუნა, გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინა და ოქროს მედალს დაეუფლა.

პირველ ადგილამდე ცოტა დააკლდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეულ წევრს, გურამ თუშიშვილს (+100 კგ). გურამმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ინალ ტასოევთან დასანანი მარცხი იწვნია, თუმცა მისი ბრძოლა ამით არ დასრულებულა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ, მან ორ შეხვედრაში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.

საერთო ჯამში, საქართველომ ლოზანას გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა - ოქროს მედალს ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ხოლო გურამ თუშიშვილმა კი საკუთარ კოლექციას ბრინჯაო დაუმატა.

საინტერესო დებიუტი და საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ლოზანის გრანდ სლემი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანისთვის, რომელმაც ჩვენს ნაკრებთან ერთად მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ უზბეკი ძიუდოისტების გამოწრთობა დაიწყო. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა - უზბეკეთის ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სრულ შემადგენლობას, ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას შემდეგი სპორტსმენები იცავდნენ:

კაცები: თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73 კგ.), ზაურ დვალიშვილი (81 კგ.), ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე 90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

● ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე - 57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს

საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ

14.09.2026.08:20

„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, ქართველი გულშემატკივრის წინ ითამაშებს. ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები შეხვედრებს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.

საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი შეერთებული შტატებია, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.

ნოემბრის კამპანიას ბორჯღალოსნები 7 ნოემბერს გახსნიან და “ავჭალაზე” კანადას დაუხვდებიან; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგას შეერკინებიან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს “მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.

თითოეული გუნდი ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა