მიხარია, რომ ასეთი კარგი შედეგი და კარგი თამაში ვაჩვენეთ - ოთარ კიტეიშვილი
განსხვავებული ემოციები გვაქვს ამ სტადიონზე თამაშისას, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა სომხეთის ნაკრებთან მოგებული თამაშის შემდეგ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის კარგი თამაში საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ.
„განსხვავებული ემოციები გვაქვს ამ სტადიონზე თამაშისას. ალბათ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთელები. პირადად მე, ასეთი სიამოვნება არცერთ სხვა სტადიონზე თამაშისას არ მიმიღია. ძალიან მაგარი გრძნობაა. რა თქმა უნდა, ჩემი დუბლიც ძალიან გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის კარგი თამაში საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, რაც პირველივე წუთებიდან ძალიან მაღალ დონეზე მოვახერხეთ. მიხარია, რომ ასეთი კარგი შედეგი და კარგი თამაში ვაჩვენეთ“, - აღნიშნა ოთარ კიტეიშვილმა.
საქართველოს და სომხეთის ნაკრებების მატჩი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 6:1 დასრულდა.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.