მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

news image
mbc image

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მონტენეგროსთან საშინაო არენაზე სოლიდური სხვაობით გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა კალათბურთელებმა, გასვლით შეხვედრაში, პორტუგალიასაც სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის რეალური შანსი მოიპოვეს.

თამაში მონტენეგროსთან

28 აგვისტოს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ თამაშზე მონტენეგროს სოლიდური ანგარიშით, 101:74 მოვუგეთ. პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქემ წინააღმდეგობა გაგვიწია და მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში 77:67 იყო. თუმცა, გადამწყვეტ ათწუთეულში ჩვენი კალათბურთელები შეუჩერებლები იყვნენ - მეოთხედი ანგარიშით 24:7 მოვიგეთ.

სასურველ შედეგთან ერთად, თამაში კარგი საყურებელიც გამოდგა: ნაკრებმა 100-ქულიან ბარიერს გადააბიჯა. ვიხილეთ ეფექტური ჩატენვები, ულამაზესი პასები, სამქულიანები და თითქმის შეუცდომელი თამაში: მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ 3 ბურთი დავკარგეთ. მონტენეგროსთან თამაშისას ბრწყინავდნენ:

გოგა ბითაძე: 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება

თორნიკე შენგელია: 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა

სანდრო მამუკელაშვილი: 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა

გასვლითი შეხვედრა

საშინაო გამარჯვების შემდეგ, ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა. თამაში მატოსინოში გაიმართა. პორტუგალიელებს წინა ტურში ესპანეთი ჰყავდათ დამარცხებული და ცხადია, უხერხულ მეტოქედ ითვლებოდნენ. ძალიან საინტერესო თამაში ვიხილეთ - პორტუგალიელებმა გაცილებით მეტი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მაინც, ანგარიშით 98:90 დამარცხდნენ.

გამარჯვების მოსაპოვებლად, ოლეკსანდარ ჯიკიჩი ჩვენი შემადგენლობის ბირთვს დაეყრდნო: თორნიკე შენგელიამ მოედანზე შეუცვლელად, სრული 40 წუთის განმავლობაში ითამაშა და გუნდს 26 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით ულიდერა. ბრწყინვალე იყო რატი ანდრონიკაშვილიც, რომელმაც 35 წუთში 20 ქულა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა (თანაც, დაკარგვა საერთოდ არ ჰქონია). სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი იყო.

აღსანიშნავია, რომ შენგელია და ანდრონიკაშვილი FIBA-ს საკვალიფიკაციო დღის საუკეთესო ხუთეულში სვი მიხალიუკთან (უკრაინა), კონსტანტინოს მიტოღლუსთან (საბერძნეთი) და ნეემიას კეტასთან (პორტუგალია) ერთად მოხვდნენ.

თამაშის შემდეგ, ჯიკიჩმა აღნიშნა, რომ უზარმაზარი დატვირთვის გაძლება და ლიდერთა თავდადება გამარჯვების მთავარი მიზეზი იყო. თავად პორტუგალიელთა ლიდერმა, ნეემიას კეტამაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სტაბილური იყო. ისიც დაამატა, ეს თამაში ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილი იქნებაო.

სატურნირო მდგომარეობა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი

ამ ორი გამარჯვების შემდეგ, FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფში ცხრილი ასე გამოიყურება:

1. უკრაინა - 14 ქულა;

2. ესპანეთი - 13 ქულა;

3. საქართველო - 13 ქულა;

4. პორტუგალია - 12 ქულა;

5. საბერძნეთი - 12 ქულა;

6. მონტენეგრო - 12 ქულა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოსახვედრად ჯგუფის პირველ სამეულში მოხვედრაა საჭირო. ჯერჯერობით, ჩვენს ჯგუფში დაძაბულობაა: იმდენად მცირე სხვაობაა ნაკრებებს შორის, რომ მსოფლიოზე გასვლის შანსს ყველა მათგანი ინარჩუნებს.

სამწუხაროდ, მომდევნო თამაშებზე NBA-ს ლეგიონერები - სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე - ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. გადამწყვეტ ბრძოლებში, წინ კიდევ 4 თამაში გველოდება, თუმცა წელს ორს ვიხილავთ: 26 ნოემბერს საბერძნეთს სტუმრად ვეთამაშებით, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას ვმასპინძლობთ.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს - საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ

14.09.2026.08:20

„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, ქართველი გულშემატკივრის წინ ითამაშებს. ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები შეხვედრებს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.

საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი შეერთებული შტატებია, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.

ნოემბრის კამპანიას ბორჯღალოსნები 7 ნოემბერს გახსნიან და “ავჭალაზე” კანადას დაუხვდებიან; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგას შეერკინებიან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს “მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.

თითოეული გუნდი ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა