მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში - კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

news image
mbc image

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ, 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი 2017 წლის შემდეგ საქართველოში პირველად გაიმართება და მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეებს თბილისსა და ქუთაისში გააერთიანებს.  ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია კოკა-კოლა, რომელიც მსოფლიო რაგბთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში სპორტის უწყვეტ მხარდაჭერას აგრძელებს.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, როგორც რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გლობალური პარტნიორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სპორტის, ახალგაზრდებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას ანიჭებს. კომპანია ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი სპორტული შეჯიბრებების გვერდით დგას და მილიონობით გულშემატკივარს სპორტის ირგვლივ აერთიანებს. სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელებაა მისი პარტნიორობა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატთან, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნიკალურ სივრცეს სთავაზობს. 

2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-დან 16-მდე გაიზარდა. შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, გულშემატკივრებს 20-20 უმაღლესი დონის მატჩის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ერთმანეთს მსოფლიო რაგბის 16 ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები შეერკინებიან. ნაკრებების შემადგენლობა იმ ამომავალი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მომავალში, კაცთა რაგბში, ქომაგებისთვის არაერთ დაუვიწყარ წუთს შექმნიან. 

ჩემპიონატში მონაწილეობენ: საქართველო, აშშ, არგენტინა, იტალია, შოტლანდია, ინგლისი, ირლანდია, ახალი ზელანდია, იაპონია, უელსი, საფრანგეთი, ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი, ავსტრალია და ესპანეთი. მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა - 16 ქვეყნის 500-მდე მორაგბე - პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს.

საქართველოს რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები სამივე მატჩს თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს.

2008 წელს დაფუძნებულმა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა ელიტურ რაგბს უკვე 500-ზე მეტი უმაღლესი კლასის მორაგბე შესძინა. მათგან არაერთი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და დღესაც საკუთარი თამაშით მილიონობით ქომაგს აღაფრთოვანებს. სწორედ ასეთი ჩემპიონატებიდან და ტურნირიდან იწყება იმ მოთამაშეთა დიდი ნაწილის საერთაშორისო კარიერა, რომელიც შემდეგში მათ მსოფლიო რაგბის მთავარ სახეებად აქცევს. 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2026 - მატჩების სრული განრიგი: 

27/06 არგენტინა - აშშ 13:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი

27/06  იტალია - შოტლანდია 13:00 აია არენა , ქუთაისი

27/06  ინგლისი - ირლანდია 15:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი

27/06  ახალი ზელანდია - იაპონია 15: 30 აია არენა , ქუთაისი

27/06  უელსი - საქართველო 18:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი

27/06 საფრანგეთი - ფიჯი 18:00 აია არენა, ქუთაისი

27/06 სამხრეთ აფრიკა - ურუგვაი 20:30  ავჭალის სტადიონი, თბილისი

27/06 ავსტრალია - ესპანეთი 20:30 აია არენა, ქუთაისი

02/07 უელსი - ურუგვაი 13:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი

02/07 საფრანგეთი - ესპანეთი 13:00 აია არენა, ქუთაისი

02/07 არგენტინა - ირლანდია 15:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი

02/07 ავსტრალია - ფიჯი 15:30  აია არენა, ქუთაისი

02/07   ინგლისი - აშშ 18:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი

02/07   ახალი ზელანდია - შოტლანდია 18:00 აია არენა, ქუთაისი

02/07   სამხრეთ აფრიკა - საქართველო 20:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი

02/07   იტალია - იაპონია 20:30 აია არენა, ქუთაისი

07/07  ირლანდია - აშშ 13:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი

07/07 ახალი ზელანდია - იტალია 13:00 აია არენა, ქუთაისი

07/07 არგენტინა - ინგლისი 15:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი

07/07 შოტლანდია - იაპონია 15:30 აია არენა, ქუთაისი

07/07 სამხრეთ აფრიკა - უელსი 18:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი

07/07 საფრანგეთი – ავსტრალია 18:00  აია არენა, ქუთაისი

07/07 საქართველო – ურუგვაი 20:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი

07/07 ესპანეთი – ფიჯი 20:30  აია არენა , ქუთაისი

მე-13 აგდილის ნახევარფინალი

18:00 მე-14 ადგილოსანი მე-15 ადგილოსანი, კვირა 12 ივლისი 2026 , აია არენა, ქუთაისი

მე-5 ადგილის ნახევარფინალი

18:00 მე-6 ადგილოსანი მე-7 ადგილოსანი , კვირა 12 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი

მე-13 ადგილის ნახევარფინალი

20:30 მე-13 ადგილოსანი მე-16 ადგილოსანი, კვირა 12 ივლისი 20206, აია არენა ქუთაისი,

მე-5 ადგილის ნახევარფინალი 

20:30 მე-5 ადგილოსანი მე-8 ადგილოსანი, კვირა 12 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი

მე-9 ადგილის ნახევარ ფინალი 

18:00  მე-10 ადგილოსანი  მე-11 ადგილოსანი , ორშაბათი 13 ივლისი 2026, აია არენა ქუთაისი,

ნახევარფინალი

18:00  მე-2 ადგილოსანი მე-3 ადგილოსანი , ორშაბათი 13 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი

მე-9 ადგილის ნახევარფინალი 

20:30 მე-9 ადგილოსანი მე-12 ადგილოსანი, ორშაბათი 13 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი

ნახევარფინალი

20:30 1 ადგილოსანი მე-4 ადგილოსანი, ორშაბათი 13 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი

მე-15 ადგილის პლეი-ოფი 

18:00 25-ე მატჩის დამარცხებული 26-ე მატჩის დამარცხებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი

მე-7 ადგილის პლეი-ოფი

18:00 29-ე მატჩის დამარცხებული 30-ე მატჩის დამარცხებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი

მე-13 ადგილის პლეი-ოფი

20:30 25-ე მატჩის გამარჯვებული 26-ე მატჩის გამარჯვებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი 

მე-5 ადგილის პლეი-ოფი

20:30 29-ე მატჩის გამარჯვებული 30-ე მატჩის გამარჯვებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი

მე-11 ადგილის პლეი-ოფი

18:00 27-ე მატჩის დმარცხებული 28-ე მატჩის დამარცხებული , შაბათი 18 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი

მე-3 ადგილის პლეი-ოფი

18:00 31-ე მატჩის დამარცხებული 32-ე მატჩის დამარცხებული, შაბათი 18 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი

მე-9 ადგილის პლეი-ოფი

20:30 27-ე მატჩის გამარჯვებული 28-ე მატჩის გამარჯვებული, შაბათი 18 ივლისი 2026, აია არენა , ქუთაისი

ფინალი

20:30 31-ე მატჩის გამარჯვებული 32-ე მატჩის გამარჯვებული, შაბათი 18 ივლისი 2026, მიხეილ მესხის სტადიონი , თბილისი

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

28.09.2026.08:47

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. 

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილთან ერთად უპასუხა. 

პრესკონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ახალი მთავარი მწვრთნელი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა და წარმატებები უსურვა. ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კი მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

საქართველო - უკრაინის შეხვედრა 28 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის. ის არის პირველი მწვრთნელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების განვითარებისა და წინსვლისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ.

რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით, რომ ოდესმე ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორჯერ ითამაშა ახალგაზრდული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე. მას ძალიან დიდი როლი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამაზ სვანაძე სამი თამაშისთვის არ მოსულა. ჩვენ მასთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გვაქვს. დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში, მის შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი - ევროპის ჩემპიონატზე თამაში - რეალურია. დარწმუნებული ვართ, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს აქვს რეალური შანსი, ამ რთულ მისიას წარმატებით გაართვას თავი და ყველამ ერთად ვიზეიმოთ".

რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება — ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.

უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის — გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და ბონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა — სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის — მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.

ასევე მინდა მივმართო მაყურებელს. არაერთხელ, პირადად მიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი, რამდენად რთულია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის იგივე მდგომარეობა, რაც აქვს, მაგალითად, უცხოელს, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალ იმ ერთიანობასა და მხარდაჭერას ველი. 11 წელია, ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე ამით ამაყი ვარ, თუმცა, ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ.

ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით".

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "პირველ რიგში, ვისარგებლებ შესაძლებლობით და დიდ მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს იმისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით — ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და თამაშით დაგვირგვინდა. უბრალოდ, გარკვეული შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ დაფიქსირდა, არ იყო შესაბამისი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ჩვენც, ფეხბურთელებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს და ამას ვაცნობიერებთ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითად შეიცვლება. 

გულშემატკივარს ერთადერთ რამეს ვპირდები - პირადად მე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა, ყოველთვის ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ამას მე და ეს ნაკრები ყოველთვის ვცდილობთ. უბრალოდ, შეიძლება, ეს მოედანზე გარკვეულ მომენტებში სხვანაირად გამოიხატოს. ხვალინდელ შეხვედრაში კი დარწმუნებული იყავით, რომ იგრძნობთ იმ მუხტს, რომელიც გვაქვს, იმ სიყვარულს, რომელიც ამ გუნდსა და ნაკრებს ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს.

პირადად მე რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში მაქვს ჩატარებული. იმ ფორმაციის უკრაინის ნაკრებს დღევანდელ გუნდს თუ შევადარებთ, საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ამიტომ, ახლა განსხვავებულ გუნდს ვეთამაშებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ". 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა