მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

მზადება ევრობასკეტისთვის - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის კონტინენტის მთავარ საკალათბურთოტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2011 წელს შედგა და პირველივე სეზონში ნაჩვენები შედეგი (მე-11 ადგილი) დღემდე საუკეთესოდ რჩება. 2011 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ხუთჯერ ითამაშა ევრობასკეტზე და ბოლოს თანამასპინძლებიც კი ვიყავით.

წლევანდელი ევრობასკეტი  27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება - კონტინენტისპირველობას რამდენიმე მასპინძელი ქალაქი ეყოლება: ტამპერე (ფინეთი), ლიმასოლი (კვიპროსი), კატოვიცე (პოლონეთი) და რიგა (ლატვია). შესაბამისად, ამ ოთხ ქალაქში გადანაწილდებიან ჯგუფები, პლეი ოფის ეტაპს კი სრულად ლატვიის დედაქალაქი, რიგა უმასპინძლებს.

ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი მძიმედ დაიწყო, თუმცა მაშინ, როდესაც თამაშები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო საგზურის ბედი, საქართველოს ნაკრებმა ძალები მოიკრიბა და სწორედ ის კალათბურთი და ხასიათი აჩვენა, რომელმაც მათი ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე გასვლა განაპირობა.   

ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფში სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად ასპარეზობდა. ისე გამოვიდა, რომ ჯგუფის ფავორიტმა, სერბეთმა ყველა თამაში მოიგო და ადრევე გაინაღდა ევრობასკეტის საგზური. რადგან ფინეთი ერთ-ერთი თანამასპინძელია, მათთვის საკვალიფიკაციო თამაშები მხოლოდ პირობითი მნიშვნელობის იყო. შესაბამისად, დანიის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრებისუშუალო კონკურენტი აღმოჩნდა. გასვლით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ფინეთთან თამაშის დროს დამარცხდა, თუმცა, შემდეგ ორ შეხვედრაში მათი დამარცხება ჩვენმა ნაკრებმა მარტივად მოახერხა. შედეგად, ბოლოსწინა ტურში დანიელებთან ფინალის ტოლფასი მატჩი  გაიმართა.

დიდი დანაკლისის მიუხედავად, (ტრავმის გამო გამოგვაკლდა ნაკრების ლეგიონერი, კამარ ბოლდუინი) ამდიდი მნიშვნელობის მქონე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დანია 2-ქულიანი უპირატესობით (62-60) დაამარცხა.

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩებში გამორჩეულად კარგი იყო საქართველოს ნაკრების უდავო ლიდერი და კაპიტანი - თორნიკე შენგელია, იქვე უნდა ვახსენოთ ქართული კალათბურთის ლეგენდა - გიორგი შერმადინი. გამოსაყოფია დუდა სანაძის კარგი პერფორმანსი უშუალოდ დანიასთან შეხვედრაში. მართალია, ბოლოს ტრავმის გამო ვეღარ დაგვეხმარა ლეგიონერი შემტევი, კამარ ბოლდუინი, თუმცა მან თავის სადებიუტო მატჩებში თავი კარგად დაგვამახსოვრა და გვაჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია მომავალში. დასაფასებელია თითოეული კალათბურთელის შრომაც - კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე,რატი ანდრონიკაშვილი და სხვები, რომლებიც ეფექტურად ეხმარებოდნენ გუნდს მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჯიკიჩმა დროთა განმავლობაში აშკარად ახლოს გაიცნო ჩვენი კალათბურთი, კალათბურთელები და მათი ხასიათი - პროგრესი თამაშიდან თამაშამდე თვალსაჩინოა.

რაც მთავარია, საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, უშუალოდ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის ლეგიონიც დაეხმარება - ორლანდო მეჯიქის ცენტრი, გოგა ბითაძე და სან ანტონიო სპურსის მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი. გოგასთან და სანდროსთან ერთად საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი და მრავალმხრივი გუნდია - მათი დამატება კიდევ უფრო მეტი როტაციისა და ხშირი ტაქტიკური ცვლილების საშუალებას იძლევა, იზრდება სამწამიანში დომინაციის ალბათობაც, ძლიერდება დაცვა და თითქმის ყველა საჭირო და გადამწყვეტი კომპონენტი უფრო მეტად იხვეწება პერსპექტივაში.

ჯერჯერობით ჩვენი ნაკრების ყველა ლიდერი სტაბილურად თამაშობს საკლუბო დონეზე - იღებენ საკუთარშანსებს, ახერხებენ თავის გამოჩენას. საკუთარ კლუბებში სტაბილური სათამაშო პრაქტიკის გარეშე, რთული და გამორიცხულია, შეინარჩუნო ფორმა, მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ევრობასკეტი ზაფხულის ბოლოს დაიწყება.

რაც შეეხება ევრობასკეტის ფორმატს - კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში განაწილდება. ჯგუფებში საუკეთესო ოთხეულში შესული გუნდები გავლენ მერვედფინალებში, მერე კი დაიწყება კლასიკური პლეი ოფი და ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება ბრძოლა პირველობისთვის.

საბოლოო კენჭისყრა 27 მარტს, ჩვენი დროით 16:00 საათზე გაიმართა ქალაქ რიგაში, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა. საქართველოს ნაკრების გარდა C ჯგუფში არიან: ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი - კვიპროსი, საბერძნეთი, ბოსნია, იტალია და ესპანეთი.

C ჯგუფის თამაშები ლიმასოლში გაიმართება, თითო ჯგუფიდან კი 1/8 ფინალში 4 ნაკრები გავა, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ევრობასკეტის დაწყებას და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს. საუკეთესო წინ არის.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე

20.07.2026.17:14

ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.

მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.

მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.

ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა