მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

ოქროს მედლების მოლოდინში - ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

news image
mbc image

2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულებულია, თუმცა წინ არანაკლებ ცხელი სპორტული ასპარეზი გველოდება: 13-20 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა - ლაშა გუჯეჯიანმა და გიორგი თენაძემ, უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად 13 ძიუდოისტი შეარჩიეს:

მამაკაცები

  • 60 კგ - გიორგი სარდალაშვილი;
  • 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი;
  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი;
  • 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი;
  • 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;
  • 100 კგ - ილია სულამანიძე;
  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი.

ქალები

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;
  • 63 კგ - ეთერ ასკილაშვილი;
  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

რა უნდა ვიცოდეთ

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მაგალითად: ლაშა ბექაური ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და მორიგი ტრიუმფის შემთხვევაში, მას ყველა დიდ ტურნირზე ექნება ოქროს მედალი მოპოვებული (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ოლიმპიადა). შედეგად, ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ, ბექაური გახდება პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ამ უდიდეს მიღწევას გაიმეორებს.

ასევე საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ტიტულის დაცვას. ისიც ვიცოდეთ, რომ გრიგალაშვილი მსოფლიოს ზედიზედ 3-გზის ჩემპიონია და მისი ფორმიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ კვარცხლბეკზე კვლავ ოქროს მედლით ვიხილავთ.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაასმაგებული მოტივაციით ემზადება გურამ თუშიშვილი, რომელმაც გასულ წელს, ფინალურ შეხვედრაში, სამხრეთ კორეელ მინჯონგ ჯიმთან დასანანი მარცხი იწვნია. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეტოქე, ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა, ფრანგი ტედი რინერი, ტურნირზე მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ შეძლებს, რაც თუშიშვილის შანსებს ერთიორად ზრდის.

ოქროს მედლის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს 2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენს, ეთერ ლიპარტელიანს. 2023 წლის ფინალისტები, კანადელი კრისტიან დეგუჩი და სამხრეთ კორეელი ჰარუკა ფუნაკუბო, ტურნირზე მონაწილეობას არ იღებენ და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლიპარტელიანისთვის ეს გარემოება ხელსაყრელია.

ასევე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საქართველოს ნაკრები მონაწილეობას შერეულ გუნდურ პირველობაზეც მიიღებს, სადაც გუჯეჯიანის შემადგენლობას მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია დაემატებიან.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დამატებით ინტრიგასა და ინტერესს ისიც სძენს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, იაპონიისა და რუსეთის ნაკრებები სრული, ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილები. შესაბამისად, ძიუდოს მოყვარულები, უფრო მეტ კონკურენციასა და დაძაბულ, მაღალი კლასის ბრძოლებს მიადევნებენ თვალს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების მონაგარი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი გახლდათ: 

  • 2 ოქრო (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი);
  • 1 ვერცხლი (გურამ თუშიშვილი);
  • 2 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი).

 

განრიგი

13 ივნისი – დღე 1: კ -60 კგ / ქ -48 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:30
  • ფინალური ბლოკი – 18:00

14 ივნისი – დღე 2: კ -66 კგ / ქ -52 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

15 ივნისი – დღე 3: კ -73 კგ / ქ -57 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:30
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

16 ივნისი – დღე 4: კ -81 კგ / ქ -63 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

17 ივნისი – დღე 5: კ -90 კგ / ქ -70 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

18 ივნისი – დღე 6: კ -100 კგ / ქ -78 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 11:30
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

19 ივნისი – დღე 7: კ +100 კგ / ქ +78 კგ

  • წინასწარი შეხვედრები – 12:00
  • ფინალური ბლოკი  – 18:00

20 ივნისი – დღე 8: შერეული გუნდი

  • წინასწარი შეხვედრები – ჯერჯერობით უცნობია
  • ფინალური ბლოკი – 18:00

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება

07.07.2026.17:41

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოჭიდავეები და საბრძოლო სპორტის ვარსკვლავები უკვე საქართველოში იმყოფებიან და 11 ივლისს დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირისთვის - RAF Georgia-სთვის ემზადებიან.

თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს - RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.

ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.

წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.

ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.

RAF Georgia მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჭიდაობის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტრადიციული სპორტის სახეობის, საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიება მსოფლიო დონის სპორტსმენების მონაწილეობით ხელს შეუწყობს ქართველი მოჭიდავეების მიღწევების წარმოჩენას, მათი წარმატებების საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანასა და ქართული ჭიდაობის ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას.

ამასთანავე, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. 

RAF Georgia-ს სპონსორები არიან: გენერალური სპონსორი - Leader-bet, ასევე: biletebi.ge. ALMA, Bene, ტელეკომპანია იმედი. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა